Sale!
 

მიხეილ ჯავახიშვილი – სამი რომანი

30.00 20.00

გამომცემლობა: ბაკმი
ყდა: მაგარი, სუპერ შემოსაკრავით
წელი: 2015
ხელმისაწვდომი: არის
გვერდების რაოდენობა: 742
ISBN: 9789941426483
ფასი: 30.00 ლარის ნაცვლად 20.00 ლარად
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი

Qty

წიგნში შესულია მიხეილ ჯავახიშვილის სამი რომანი: კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყოს ხიზნები, თეთრი საყელო.

ჯაყოს ხიზნები — მიხეილ ჯავახიშვილის რომანი. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“ (1924 წ. № 7–8 და 1925 წ. № 1). იგი მწერლის სიცოცხლეშივე ცალკე წიგნად ორჯერ გამოიცა: 1925 და 1926 წლებში. რომანი დაბეჭდილია თხზულბათა კრებულის მესამე ტომში (1934 წელს) 1957 წელს კი ეს რომანი სახელმწიფო გამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა. რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.”ჯაყოს ხიზნებში” აღწერილი ამბები მეტად რთული ისტორიული პერიოდის ფონზეა გაშლილი და გაშუქებული. ეს ეპოქა, XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლო და 20-იანი წლების დასაწყისი, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენებითაა აღსავსე. საკუთრივ საქართველო ელოდა თავისუფლებას, მიიღო და მალევე დაკარგა კიდეც იგი. ნაწარმოებშიც მოქმედება ძირითადად გასაბჭოების ხანაში ხდება.

 

თეთრი საყელო — მიხეილ ჯავახიშვილის რომანი. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“ . იგი მწერლის სიცოცხლეშივე რამდენიმეჯერ დაიბეჭდა. რომანი დაბეჭდილია თხზულბათა კრებულებში (1934 წელს) 1957 წელს. . რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.

 

კვაჭი კვაჭანტირაძე — მიხეილ ჯავახიშვილის პირველი, 1924 წლის პიკარესკული რომანი. რომანში გადმოცემულია თაღლით კვაჭი კვაჭანტირაძის ისტორია, რომელიც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ვითარდება. გერონტი ქიქოძის მოგონენებებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ პერსონაჟ კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი არის დიპლომატი ვასილ დუმბაძე. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით კვაჭის პროტოტიპი შესაძლებელია მიხეილ ანდრონიკოვი, იგივე მიხეილ ანდრონიკაშვილი ყოფილიყო. რომანი ინგლისურ ენაზე 2015 წელს ითარგმნა. იმავე წელს ის The Guardian-ის რჩეულ საზაფხულო საკითხავთა სიაში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “მიხეილ ჯავახიშვილი – სამი რომანი”