30595125_1862138643856576_5315264308528173977_n
30652323_1977036855958408_1195276917301837824_n
 
Sale!
 

მინდა ყველაფერი ვცოდე

28.00 24.90

გამომცემლობა: შემეცნება
გამოცემის წელი: 2018
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 190
ენა: ქართული
ISBN: 97899441428463
ხელისაწვდომი: არის

Qty

გამომცემლობა შემეცნება გთავაზობთ 2018 წლის ახალ გამოცემას – შემეცნებით-საგანმანათლებლო შინაარსის  წიგნს – ”მინდა ყველაფერი ვიცოდე“.

ამ წიგნს თავისი პატარა ბიოგრაფია აქვს. იგი პირველად 20 წლის წინ გამოიცა. პირველი გამოცემა შავ-თეთრი იყო. წლების მანძილზე წიგნი გაიზარდა, შეივსო და გარეგნულადაც დამშვენდა. პატარა მკითხველების გაზრდილი მოთხოვნის შედეგად კი ახლა უკვე მეშვიდედ გამოიცა. აღნიშნულ გამოცემაში შემეცნებით თემატიკასთან შერწყმულია ზღაპრები, ჩანახატები, ქართული ხალხური გამოცანები. იგი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

წიგნი მოცავს მხატვრული, ბავშვისთვის გასაგები ენით გადმოცემულ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • როგორ გაჩნდა დედამიწა
  • როგორ ჩნდებიან მთები
  • რა არის მზის სისტემა და სად იძინებს მზე
  • მთვარე, როგორ ანათებს ის, როგორ ვხედავთ ცაზე, როგორ აკვირდებიან მას და ისტორია მთვარზეზე მოგზაურობის შესახებ.
  • რა არის გალაქტიკა და როგორი ფორმა აქვს მას
  • მაგელანის დიდი ღრუბელი
  • რა არის პოლარული ციალი
  • რატომ არის ზამთარი და ზაფხული
  • რამდენი ვარსკვლავია ცაზე, რატომ არ ვარდებიან ვარსკვლავები დედამიწაზე
  • როგორ ჩნდება, ქარი, წვიმა, სეტყვა, ფიფქები, ცისარტყელა
  • როგორ იზომება ზღვის ფერი და რატომ არის ცა ცისფერი
  • კუნძულების გაჩენის საინტერესო ისტორია
  • როგორ გაჩნდა საათი
  • როდის და რატომ გამოიგონეს კალენდარი, ბორბლის და ველოსიპედის ისტორია, ტრანსპორტის გამოგონება, ქაღალდის შექმნის ისტორია, როგორ გამოიგონეს, ავეჯი, ასანთი, ციფრები, ჭადრაკი, შოკოლადი, ნავი, ქოლგა, ფეხსაცმელი, ნათურა და ა.შ
  • ასევე წიგნში შესულია უამრავი საინტერესო ზღაპარი, ჩანახატი და რჩევები.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა