45577684_2055643924486056_412928708572086272_o
45577684_2055643924486056_412928708572086272_o (1)
 
 

მეღვინეობა-მევენახეობის ენციკლოპედიური ლექსიკონი

70.00

გამომცემლობა: წიგნი + ერი
ავტორი: თამაზ კობაიძე
გამოცემის წელი: 2018
გვერდების რაოდენობა: 

ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ISBN: 931256328933
ხელმისაწვდომი: არის

Qty

პირველად საქართველოში გთავაზობთ „მევენახეობა მეღვინეობის ენციკლოპედიურ ლექსიკონს“
რომელშიც ერთ მთლიანობაშია წარმოდგენილი ჩვენი ეროვნული დარგების ტრადიციული მემკვიდრეობა და ზედნაშენი თანამედროვე მეცნიერული ცოდნა.
ლექსიკონში ტრადიციები და ინოვაციები არ უპირისპირდება, პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთს
ლექსიკონს ერთვის 584 ქართული ადგილობრივი და სელექციური ვაზის ჯიშის აღწერა და მსოფლიოში აღიარებული ჯიშების შეზუდული ნუსხა, თავიანთი ეთნოლოგიური ღირსებების ჩვენებით.

ესაა უნივერსალური კრებული, სადაც 6500–მდე ლექსიკური ერთეულია შესული, რომელთა ნახევარსაც ტრადიციული, ქართული ტერმინები შეადგენს. ამ წიგნის დახმარებით იოლად გააცნობიერებთ ამათუიმ კონკრეტული ტერმინის არსს, გადაამოწმებთ ინფორმაციას, იპოვით ამომწურავ მასალას სხვადასხვა ცნების შესახებ.

წიგნი ათეულობით სხვადასხვა კვლევას თუ სალექსიკონო გამოცემას ეფუძნება (სულ 122 ნაშრომია გამოყენებული) და განკუთვნილია მევენახეობა–მეღვინეობის დარგის სპეციალისტებისთვის, მეცნიერებისთვის, პედაგოგობისთვის, სტუნდებისთვის და ფართო მკითხველისთვის.

თამაზ კობაიძე – ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 50-ზე მეტი, 9 სამეცნიერო შრომის, 3 წიგნი, 1 ბროშურა, 1 გამოგონება, 8 პატენტი0 ავტორი. მისი გამოგონება “სპირტიანი სასმელების სტაბილიზაციის ხერხი” 1979 წლიდან დიდი მასშტაბით დაინერგა საქართველოსა და სამხრეთ უკრაინაში (ყირიმში). არის რესპუბლიკაში პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების ღვინის ავტორი, რომელიც საფერავის ყურძნიდან დაამზადა და 2005-2006 წლებში დადებითი შედეგებით გამოიცადა 79 პოსტიმფრაქტული მდგომარეობის ავადმყოფზე. არის ანთების საწინააღმდეგო და ჩირგამწოვი თვისებების მქონე წიპწის მალამოს და სხვა კვებითი პროდუქტების ავტორიც.
მისი თანაავტორობით მეღვინეობის სამ მსოფლიო კონგრესზე წარსდინა 4 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც მათ შრომათა კრებულებში დაიბეჭდა.
2019 წელს ბატონ თამაზს მეღვიეობის დარგში მოღვაწეობის 50 წელი უსრულდება.

კატეგორიები: ,