IMG_4580
IMG_4580
IMG_4571
 
Sale!
 

მერაბ ბერძენიშვილი – merab berdzenishvili

80.00 60.00

გამომცემლობა: სეზანი
წელი: 2014

ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 206
ენა: ქართული-ინგლისური
ილუსტრირებული: არის
დაიბეჭდა:  “ფავორიტი სტილში”
სერია: ქართული ხელოვნების დიდოსტატები

ISBN: 9789941091155
ხელმისაწვდომი: არის

Qty

წინამდებარე ორენოვან საუბილეო კრებულში, ცნობილი ქართველი მხატვრის, მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტური, საპარკო და დაზგური ქანდაკების, ასევე მცირე პლასტიკის, ფერწერის, გრაფიკისა და სამედალო ხელოვნების ილუსტრირებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიების ლაურეატია. მის სახელს ისეთი ცნობილი ნამუშევრები უკავშირდება, როგორიცაა: დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე, მედეა და სხვა ცნობილი მონუმენტები

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში. ძირითადი ნამუშევრები: „რუსთაველი“ (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), „რუსთაველი“ (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: „დავით გურამიშვილი“ (თუჯი, 1965, თბილისი), „გიორგი სააკაძე“ (ბრინჯაო, 1971, კასპი), „მედეა“ (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), „მუზა“ (ბრინჯაო, 1971, თბილისი), „კიდევაც დაიზრდებიან…“ (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“). ასევე მუშაობდა გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს. 1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც. აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომი, „ზარი“ („საბჭოთა საქართველო“, 1979). საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს სახალხო მხატვარი (1978). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996), საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი (1994). 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975). 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო „XX საუკუნის მიღწევებისათვის“.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა