მეოცე

15.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოცემის წელი: 2019
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა:
ISBN:
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ალესანდრო ბარიკო იტალიელი მწერალია, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული
ავტორი. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება და მკითხველთა
დიდი სიყვარულითა და აღიარებით სარგებლობს. „უკვდავი ბიბლიოთეკის“ ეს წიგნი
ბარიკოს ორ ნაწარმოებს აერთიანებს: „აბრეშუმსა“ და „მეოცეს“. ორივე მათგანზე
ცნობილი ფილმები გადაიღეს ფრანსუა ჟირარმა („აბრეშუმი“) და ჯუზეპე ტორნატორემ
(„ლეგენდა 1900“).
„ყველა ამბავს თავისი მუსიკა აქვს.“ – წერს ალესანდრო ბარიკო „აბრეშუმის“
წინასიტყვაობაში და მართლაც, მისი ნაწარმოებები სიტყვებად გადმოცემული მუსიკაა,
სადაც თითოეული ბგერა უნიკალურად ჟღერს. მისი მუსიკა ზოგჯერ სევდიანია, ზოგჯერ
– ცრემლებამდე სიცილის მომგვრელი, ზოგჯერ რომანტიკული სიმღერაა, „თეთრი
მუსიკა“, როგორც თავად დაწერა „აბრეშუმზე“, ზოგჯერ კი რეგტაიმია, რომელზეც
„ღმერთი ცეკვავს, როცა არავინ უყურებს.“

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

Category: