“მებაღეობის დიდი ენციკლოპედია” დამწყებ მებაღეებსა და ჰარმონიული ბაღის საკუთარი ხელით შექმნის ყველა მსურველს პრაქტიკული ჩვევისა და მცენარის მოვლის ათასზე მეტ წესს სთავაზობს. ფერადი ილუსტრაციები და ფოტოსურათები ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ავტორის თხრობას. წიგნში თანმიმდევრულად და დეტალურად არის განხილული ყველა ეტაპი: ნიადაგის შემოწმება, მოვლა, ხეები, ბუჩქების დარგვა, ბოსტნისა და ვარდების ბაღის მოშენება, ხეების გასხვლა, მზადება მომავალი წლისთვის. ეს უნიკალური წიგნია მებაღეობისთვის.