მარკეტინგის საფუძვლები

69.90

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ავტორი: კოტლერი ფილიპ; არმსტრონგი გარი
გვერდები: 746
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2015
ფორმატი: 27.5X21.5
ISBN: 9789941233524

ხელმისაწვდომი: არის
Qty

წიგნი პირველად შვიდი წლის წინ გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნის ხელახლა გამოცემის აქტუალურობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და გლობალიზაციამ ზეგავლენა იქონია როგორც მარკეტინგის თეორიებზე, ასევე მარკეტინგის პრაქტიკაში განხორციელების გზებზე; მეორე – ლიცენზირებული, ქართულ ენაზე თარგმნილი ფილიპ კოტლერისა და გარი არმსტრონგის მარკეტინგის საფუძვლების გამოცემისთვის დაწერილი ქეისები ქართული კომპანიების შესახებ მოძველდა. ზოგიერთი კომპანია კი საერთოდ აღარ არსებობს ქართულ ბაზარზე, მესამე – დიდია მოთხოვნა ამ წიგნზე.
წიგნი უპირველესად განკუთვნილია საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ისეთ სპეციალობებზე, როგორებიცაა: ბიზნესადმინისტრირება; ეკონომიკური, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობები და სხვა. წიგნში განმარტებულია ძირითადი მარკეტინგული კონცეფციების საფუძვლები და მოყვანილია თვალსაჩინო მაგალითები აშშ-ისა და სხვა ქვეყნებში მოქმედი კომპანიების გამოცდილებიდან. აგრეთვე განთავსებულია მაგალითები ქართული კომპანიების ბიზნესსაქმიანობის შესახებ. მარკეტინგის საფუძვლები საინტერესო და სასარგებლო იქნება მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული პირებისთვის და მათთვისაც, ვინც აპირებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. აგრეთვე, ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მარკეტინგი.

კატეგორიები: ,