1168551594
IMG_1215
IMG_1217
 
Sale!
 

ლიტერატურა 1901-2018 – ნობელიანტების ლექციები

49.90 40.00

გამომცემლობა: ინტელექტი
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ფორმატი: 17X24
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 806
ISBN: 9789941482502
ხელმისაწვდომი: არის

Qty
10 დეკემბერი. ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღმართულია შვედეთის სახელმწიფო დროშა. დარბაზი სავსეა საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომა. ორკესტრს ნიშანს აძლევს დირიჟორი.
შვედეთის მეფე ასრულებს სასიამოვნო მისიას: ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას! ასეა ყოველწლიურად – XX საუკუნის პირველივე წლიდან.
ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი. ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს სანობელო ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის.
ეს უნიკალური გამოცემა აერთიანებს 1901-2018 წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ყველა ლექციას. წიგნში შესულია ნობელიანტების საბანკეტო სიტყვებიც.
შესულია: ბიორნსტიერნე ბიორნსონი, ჰენრიკ სენკევიჩი, რუდოლფ ოიკენი, სელმა ლაგერლოფი, კნუტ ჰამსუნი, ანატოლ ფრანსი, უილიამ ბატლერ იეიტსი, ანრი ბერგსონი, სიგრიტ უნდსეტი, თომას მანი, სინკლერ ლუისი, ივან ბუნინი, ლუიჯი პირანდელო, იუჯინ ო’ნილი, როჟე მარტენ დიუ გარი, პერლ ბაკი, იოჰანეს იენსენი, გაბრიელა მისტრალი, ჰერმან ჰესე, ანდრე ჟიდი, ტომას სტერნზ ელიოტი, უილიამ ფოლკნერი, ბერტრან რასელი, პერ ლაგერკვისტი, ფრანსუა მორიაკი, უინსტონ ჩერჩილი, ერნესტ ჰემინგუეი, ჰალდორ ლაქსნესი, ხუან რამონ ხიმენესი, ალბერ კამიუ, ბორის პასტერნაკი, სალვატორე კვაზიმოდო, სენ-ჟონ პერსი.
ივო ანდრიჩი, ჯონ სტაინბეკი, გიორგოს სეფერისი, ჟან-პოლ სარტრი, მიხეილ შოლოხოვი, შმუელ აგნონი, მიგელ ანხელ ასტურიასი, იასუნარი კავაბატა, სემუელ ბეკეტი, ალექსანდრ სოლჟენიცინი, პაბლო ნერუდა, ჰაინრიხ ბიოლი, პატრიკ უაიტი, ჰარი მარტინსონი/ეივინდ იონსონი, ეუჯენიო მონტალე, სოლ ბელოუ, ვისენტე ალეიქსანდრე, ისააკ ზინგერი, ოდისეას ელიტისი, ჩესლავ მილოში, ელიას კანეტი, გაბრიელ გარსია მარკესი, უილიამ გოლდინგი, იაროსლავ სეიფერტი, კლოდ სიმონი.
უოლე შოიინკა, იოსიფ ბროდსკი, ნაჯიბ მაჰფუზი, კამილო ხოსე სელა, ოქტავიო პასი, ნადინ გორდიმერი, დერეკ უოლკოტი, ტონი მორისონი, ქენძაბურო ოე, შეიმას ჰინი, ვისლავა შიმბორსკა, დარიო ფო, ჟოზე სარამაგუ, გიუნტერ გრასი, გაო შინჯიანი. ვიდიადჰარ ნაიპოლი, იმრე კერტესი, ჯონ მაქსველ კუტზეე, ელფრიდე იელინეკი, ჰაროლდ პინტერი, ორჰან ფამუქი, დორის ლესინგი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო, ჰერტა მიულერი, მარიო ვარგას ლიოსა.


შეკვეთის ფორმა

შეკვეთა