4880857425
6041659633
7972616348 (3)
 
 

ლევან ბერძენიშვილი – დავით წერედიანი

48.00

გამომცემლობა: არტანუჯი, ინტელექსტი
გამოცემის წელი: 2019
ყდა: რბილი
ფორმატი A5
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 
ISBN: 9312424532333

Qty

ჰო და არა
ლევან ბერძენიშვილი
თომას მანმა მიანიშნა, რომ არსებობს ორნაირი მწერლობა: ჰომეროსული ანუ „ნათელი“ და ბიბლიური ანუ „ბნელი“ ლიტერატურა. ქართველმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამ ამ მწერლებს ჰოს-მთქმელები და არას-მთქმელები უწოდა.
კრებულში შესული ავტორებიც და მათი ნაწარმოებებიც შესანიშნავად ჯდება ამ „შავ-თეთრ“ დაყოფაში. ჩვენი „ბნელები“ არიან: დოსტოევსკი, ბუკოვსკი, ნიცშე, დანტე, კონან დოილი, ბეკეტი, ფოლკნერი, ჯავახიშვილი (უპირველეს ყოვლისა, „ჯაყოს ხიზნების“ გამო), ალექსიევიჩი (განსაკუთრებით „ცინკის ბიჭებით“) და „ნათლები“: ილია, აკაკი, ვაჟა, ტოლსტოი, გამსახურდია, დოჩანაშვილი, მარკესი, ლიოსა… რა თქმა უნდა, ისეთი ავტორიც არსებობს, რომელიც ერთდროულად ჰოსმთქმელიცაა და არასმთქმელიც, თუნდაც დიდი ბარდი შექსპირი რომ ავიღოთ, რომელსაც ტრაგედიებიც „ეხერხებოდა“, კომედიებიც, სონეტებიც და ეპიტაფიებიც.
ამას გარდა, ეს ორი სიტყვა, ჰო და არა მშვენივრად გამოხატავს ლიტერატურის არსს, რომელიც შეიძლება ასეთი ფორმულირებით ჩამოყალიბდეს: მხატვრული ლიტერატურა არის ავტორის მიერ კონსტრუირებული ტყუილი, გამოგონილი სამყარო („არას“ სფერო), რომელიც მკითხველის გონებაში იქცევა დამაჯერებელ სიმართლედ („ჰოს“ სფერო); უფრო მოკლედ: მწერლის „არას“ „ჰოდ“ აქცევს მკითხველის წარმოსახვა. და ეს ბედნიერებაა, რომელიც ასე ხატოვნად აღწერა პოლ ვალერიმ: ნამდვილი ლიტერატურა გონების დღესასწაული უნდა იყოს.
გვედრდების რაოდენობა: 292

დიდი გასეირნება ლიტერატურაში
ლევან ბერძენიშვილი

„მწერალი არ წერს ერთ წიგნს! ის იმდენ წიგნს წერს, რამდენი მკითხველიც მის ნაწარმოებს წაიკითხავს და ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთხელ წაკითხულს რამდენჯერმე უბრუნდებიან, მწერლის დაწერილი წიგნების რიცხვი მისი მკითხველების რიცხვსაც კი აღემატება!..
წიგნებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ და აკი ამიტომაც ებრძვიან დიქტატორები ლიტერატურას, ამიტომ უმორჩილებენ მწერლებს ცენზურას, ქმნიან მწერალთა კავშირებს, რათა მაქსიმალურად გაანეიტრალონ „სულის ინჟინრები“, როგორც სტალინი იტყოდა. დიქტატორებს შესანიშნავად ესმით ლიტერატურის საფრთხე – კარგ ლიტერატურაში ყოველთვის არის პატიოსანი აჯანყების მუხტი! 
ლიტერატურის ფუნქციაა, რომ მოვლენები იდეებად აქციოს, მწერალი კი, როგორც ფოლკნერი გვეუბნება, ვალდებულია ადამიანს სიმამაცე, ღირსება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, სიბრალული და თავგანწირვა შეახსენოს, რაც წარმოადგენს კიდეც მისი წარსულის დიდებას.
ლიტერატურა საზოგადოების სინდისია, მისი სული; მისი ყველა ჟანრი კარგია, გარდა მოსაწყენისა, როგორც ვოლტერმა თქვა. ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, სულის პურია…“ (ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობიდან.)
გვერდებიდს რაოდენობა: 432

თემა და ვარიაციები
დავით წერედიანი
დავით წერედიანის „თემა და ვარიაციები“ წლების განმავლობაში იწერებოდა, ავტორისთვის დამახასიათებელი სიდინჯით, აუჩქარებლობით, ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ლიტერატურულიპრობლემის სიღრმისეული გააზრებით.
ეს წიგნი ერთდროულად დღიურიცაა, პირადი ჩანაწერებიც, უაღრესად საინტერესო შემოქმედებითი ლაბორატორიის გასაჯაროების ცდაც და პროფესიული მასტერკლასიც, რომელიც ძალიან გამოადგება ყველას, ვისთვისაც ცხოვრება და ლიტერატურა მუდმივი ძიების, აზროვნების, კერპების მსხვრევისა და აღმოჩენების გამოა მიმზიდველი.
გვერდების რაოდენობა: 220
ISBN:978-9941-476-23-5

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: , ,