Sale!
 

კლასიკოსები ბავშვებს

80.00 50.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ISBN: 983005445211
ხელმისაწვდომი: არის

Qty

 თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში ბავ­შვებ­სა და წიგ­ნებს მე­გობ­რო­ბა ცოტა უჭირთ. და­მე­გობ­რე­ბის პრო­ცეს­ში კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ოჯა­ხის, ისე სკო­ლის სწო­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. თუმ­ცა დიდი როლი აკის­რია გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­საც, რომ­ლებ­მაც მო­ზარ­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი უნდა გა­მოს­ცენ. წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ კი­თხვას შე­აყ­ვა­რებს და დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რამ­დე მარ­ტი­ვად მი­იყ­ვანს.

„კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“. ამ სე­რი­ის­აში გაერთიანებულია მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ბავ­შვე­ბის­თვის და­წე­რეს. სე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს იმ ავ­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც არ ით­ვლე­ბი­ან სა­ბავ­შვო მწერ­ლე­ბად, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვი­საც და მკი­თხვე­ლის­თვი­საც ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­ვეც­ნოთ მათი შე­მოქ­მე­დე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ბავ­შვებს მი­უ­ძღვნეს.

ჯეიმზ ჯოისი – კატა და ეშმაკი, კოპენჰაგენის კატები.
ამ წიგნში თავმოყრილია ჯეიმზ ჯოისის, მეოცე საუკუნის ლიტერატურული მოდერნიზმის უდიდესი წარმომადგენლის, ის ორად ორი მცირე ტექსტი, რომლებიც, ერთგვარი პირობითობით, მის საბავშვო ნაწარმოებებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ტექსტებს აერთიანებს ის, რომ ორივე ორივეს ადრესატი მწერლის შვილიშვილი, სტივენ ჯოისი იყო, ორივეში კატები ფიგურირებენ და ორივე მისი სიკვდილის შემდგომ გამოქვეყნდა.
როგორც აღმოჩნდა მოთხრობებში კატა კოდური სიტყვა, შეთქმულთა პაროლი იყო ბაბუა-შვილიშვილის ურთიერთობაში: წერილიდან ვიგებთ, რომ მის დაწერამდე ჯოისს ოთხი წლის სტივენისთვის, მშობლების თვალის ასახვევად, „ტროის ცხენი“ ტკბილეულობით გამოტენილი კატა გაუგზავნია. „კოპენჰაგენური კატების“ დასაწყისიდანაც ჩანს, რომ ბაბუას სურს, ბიჭს ტრადიციული სუვენირი, კატა გაუგზავნოს და გული სწყდება, რომ ვერ ახერხებს ამას, „ვინაიდან კოპენჰაგენში კატები არ არიან“. ამდენად, შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ორივე საბავშვო მოთხრობაში კატები მთავარ როლებში გვხვდება.
ინგლისურიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო გიორგი გოკიელმა.
ილუსტრატორი მარიამ ზალდასტანიშვილი.

უილიამ ფოლკნერის – „ნატვრის ხე“
„სერიაზე მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ფოლკნერის საბავშვო ნაწარმოებების არსებობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც სხვებზე უკეთ იცნობენ მის შემოქმედებას.
ეს სერია გამორჩეულია სწორედ იმით, რომ ძალიან ცნობილ მწერლებს სულ სხვა რაკურსით დაგვანახვებს. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ სერიაში გამოცემული წიგნები არის საგანგებოდ ილუსტრირებული“ – მაია ალუდაური.

ვირჯინია ვულფი –  ქვრივი და თუთიყუში

ალექსანდრე დიუმა “ჯადოსნური სალამური და სხვა ზღაპრები”

კატეგორიები: ,