75aa9365e5c526735568cdb7ed880d52 (1)
ლულ5
ლულ5
ლულ5
ლულ5
ლულ5
ლულ5
ლულ5
ლულ5
ლულ5
 
 

კლასიკოსები ბავშვებისთვის

80.00 50.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდები: 90
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2019
თარგმანი: ბექა არაბული; ქეთევან კანდელაკი
ილუსტრატორი: სალომე ხოტივარი
ხელმისაწვდომი: არ არის
ფორმატი: 22 X 28
სერია: კლასიკოსები ბავშვებისთვის
ISBN: 9789941294860
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ლევ ტოლსტოი, ვირჯინია ვულფი, ჯეკ ლონდონი, უილიამ ფოლკნერი, ოსკარ უაილდი, ჯ.რ.რ. ტოლკინი… თავიანთი შემოქმედებით მათ სამუდამო კვალი დატოვეს მილიონობით ადამიანის აზროვნებასა და შემეცნებაზე. დიახ, მილიონობით ადამიანი კითხულობდა და კითხულობს მათ შემოქმედებით მემკვიდრეობას, მაგრამ ხშირად ბევრს ვერც კი წარმოუდგენია ,რომ ისინი… ხანდახან ბავშვებისთვისაც წერდნენ.

თანამედროვე მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა ბავშვებს შეაყვარონ წიგნის კითხვა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად კომპიუტერი აღიქმება. აქედან გამომდინარე, უფროსების მთავარი საზრუნავია გამონახონ გზა, თუ როგორი წიგნები და ავტორები შეურჩიონ შვილებს იმისათვის, რომ კითხვის ინტერესი გაუღვიძონ.
ამ სერიისთვის მოძიებულია მსოფლიო კლასიკოსების, მსოფლიოში ცნობილი მწერლების ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ ბავშვებისთვის დაწერეს. სერია განსაკუთრებულია, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ ავტორებთან, რომლებიც არ ითვლებიან საბავშვო მწერლებად, შესაბამისად, ჩვენთვისაც და მკითხველისთვისაც ორმაგად საინტერესოა, გავეცნოთ მათი შემოქმედების იმ ნაწილს, რომელიც ბავშვებს მიუძღვნეს. სწორედ ასეთი ნაწარმოებები გაერთიანდა ერთ სერიაში.
მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ფოლკნერის საბავშვო ნაწარმოებების არსებობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც სხვებზე უკეთ იცნობენ მის შემოქმედებას. ეს სერია გამორჩეული იქნება სწორედ იმით, რომ ძალიან ცნობილ მწერლებს სულ სხვა რაკურსით დაგვანახვებს.

ლევ ტოლსტოი – საუკეთესო მოთხრობები
ჯ.რ.რ ტოლკინი- საშობაო პაპის წერილები
ოსკარ უაილდი – სანიმუშო მილიონერი
ჯეკ ლონდონი – თავგადასავალი საჰაერო ოკიანეში

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა