ოჯახური გარემო

50.00

გამომცემლობა: წიგნი + ერი
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ილუსტრირებული: არის

გვერდების რაოდენობა: 300
ISBN: 325975475445
ხელმისაწვდომი: არის

Qty

წინამდებარე წიგნი, პირველ რიგში, განკუთვნილია ახალდაქორწინებულთათვის. თუმცა, ჩვენი ფიქრით, იგი დააინტერესებს იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებენ ოჯახის შექმნას. გამოცემა დაეხმარება იმათაც, ვინც უკვე დაიგროვა გარკვეული გამოცდილება ოჯახური ცხოვრებისა, კერძოდ კი, ახალდაქორწინებულთა მშობლებსა და ნათესავებს,რომელთა თანადგომა ძალიან სჭირდებათ ახალგაზრდებს,რადგან მათ თავდაპირველად უჭირთ ოჯახურ ცხოვრებაში ორიენტირება გამოუცდელობის გამო.
ახალგაზრდა წყვილისათვის ამ წიგნზე უკეთესი საჩუქარი ძნელად თუ მოიძებნება, რადგან ეს არის წიგნი-ცნობარი, რომლის საშუალებით ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო ინფორმაციის მიღება. წიგნის თითოეული განყოფილება ლაკონური და იმავდროულად ინფორმაციულად დატვირთულია; ყველა საკითხი დალაგებულია შინაარსისა და მნიშვნელობის მიხედვით, რაც წიგნის მთლიანობაში აღქმას და გამოყენებას აადვილებს.
შესულია: მეორე ნახევრის ძიებაში, ქორწინება, ქორწინებამდელი ურთიერთობების კულტურა, ქორწინების ასაკი, ქორწილი, ახლაგაზრდა წყვილის ადაპტაცია, ოჯახური ურთიერთობები, ოჯახის სტრუქტურა და ფუნქციები, ოჯახის ფუნქციის სოციალური ხასიათი, ახალგზარდა წყვილის ურთიერთობა მშობელთან, ოჯახი და დემოგრაფია, განქორწინება, ოჯახური კონფლიქტი, იყავი ბედნიერი, ბავშვების რაოდენობა, მეუღლის პირადი უფლებები, დედაშვილობა, ორსულობა, ორსულთა ჰიგიენა, მშობიარობა. სამშობიარო ქმედებები, მშობიარობის პერიოდი და სხვა. ბავშვი, მშობლიდან შვილზე მემკვიდრეობით ინფორმაციის გადაცემა, ფარემო ფაქტორების გავლენა ბავშვის ორგანიზმის განვითარებაზე, კვებითი რეჟიმი, ძუძუზე თავის განებება, დაავადებები, მკურნალობა, ინტერიერის დიზაინი, კვება, ჭამის კულტურა, სუფრასთან ქცევის წესები, რეცეპტები, სალათები, ტორტები, სხვა ტკბილი კერძები, უალკოჰოლო სასმელები, წვიანები, ცივი საუზმე, დესერტი, კოსმეტიკა, სახის მოვლა, ნიღბები, სამკურნალო ნიღბები და სხვა.