3536645625
1243335134
1432316070_mar
 
Sale!
 

იფიქრე ჩემპიონივით, დიდი საჭადრაკო დაფა, როგორც თავად იტყოდა

60.00 35.90

გამომცემლობა: ინტელექტი, არტანუჯი
კატეგორია: ბიოგრაფიული
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ხელმისაწვდომი: არ არის
ISBN: 978-9941-445-93-4

Qty

იფიქრე ჩემპიონივით

 

ინგლისურიდან თარგმნა ციალა კალმახელიძემ

დონალდ ტრამპის სახელი უკავშირდება უზარმაზარი იმპერიის შექმნას უძრავი ქონების სფეროში, ბრენდისა, რომელიც ოქროს სტანდარტის სინონიმად იქცა. სტანდარტის ნიშანი არის მისი კომპანიის მიერ შექმნილი ცათამბჯენები თუ გასართობი ინდუსტრიის ნიმუშები.
დონალდ ტრამპს წლების განმავლობაში დაწერილი აქვს ბესტსელერად ქცეული წიგნები, რომლებშიც გადმოცემულია მისი ფილოსოფიური ხედვა – თუ როგორ შეიძლება სისხლსავსე ცხოვრება, როგორც პირადული, ისე პროფესიული თვალსაზრისით.
დონალდ ტრამპის რჩევები ყურადღებას იპყრობს საგანმანათლებლო, ინფორმაციული ხასიათით და ფართოდ აღებს კარს წარმატებული ადამიანების გულსა და გონებაში შესაღწევად.

ISBN:978-9941-446-00-9
გვერდები:242
ფორმატი:14.8×21
ყდა:მაგარი

 

დიდი საჭადრაკო დაფა
ზბიგნევ ბჟეზინსკი

ნგლისურიდან თარგმნა არჩილ ათანელიშვილმა

თანამედროვე პოლიტოლოგიის კლასიკოსმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თავისი ნაშრომი – „დიდი საჭადრაკო დაფა“, ანუ აშშ-ს ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები – გამოაქვეყნა 1997 წელს. წიგნი მაშინვე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნის მიზანია ევრაზიის კონტინენტზე აშშ-ს ბატონობის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნების დასაბუთება და იმ ქვეყნების პოლიტიკური ქცევის შესწავლა, რომელთაგან ერთი ან რამდენიმე, კოალიციის სახით შეიძლება წინ აღუდგეს მის ბატონობას კონტინენტზე. წიგნი აღსავსეა რეკომენდაციებით აშშ-ს მთავრობისადმი, რჩევებით, თუ როგორ უნდა შეძლოს იქ ყოფნა და „დიდ საჭადრაკო დაფაზე“ – ევრაზიაზე `საჭადრაკო სვლების“ – პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მანევრების განხორციელება.

ISBN: 978-9941-445-55-2
გვერდები: 336
ფორმატი: 14.8×21
გამოცემის თარიღი: 2014
ყდა: მაგარი

 

როგორც თავად იტყოდა
მარგარეტ ტეთჩერი

ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ
მარგარეტ ტეთჩერს სამართლიანად აღიარებენ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსად. „რკინის ლედის“, რომელიც გავლენით უინსტონ ჩერჩილსაც კი შეიძლება გაუტოლდეს, დღემდე მიიჩნევენ ბრიტანეთის ბოლო ორმოცდაათი წლის ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერად.
მარგარეტ ტეთჩერმა ხელი შეუწყო თავისუფალი მეწარმეობის განვითარებასა და ინდუსტრიის პრივატიზებას დიდ ბრიტანეთში, ფოლკლენდის ომში ბრიტანელებს გამარჯვება მოაპოვებინა, დიდი წვლილი შეიტანა ცივი ომის დასრულებაში და თავის ქვეყანას ძველი ღირსება დაუბრუნა.
წიგნში თავმოყრილია მარგარეტ ტეთჩერის ყველაზე აქტუალური საჯარო გამოსვლები და რამდენიმე საინტერესო ინტერვიუ, რომელიც კარგად წარმოაჩენს მის შეხედულებებს სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხზე.

ISBN: 978-9941-445-93-4
გვერდები: 376
ფორმატი: 14.8×21
გამოცემის თარიღი: 2015
ყდა: მაგარი

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “იფიქრე ჩემპიონივით, დიდი საჭადრაკო დაფა, როგორც თავად იტყოდა”