23435172_263163904208830_286764165163000720_n
25443138_277886082736612_2660980358137747181_n
 
 

ისტორიის სწორი მხარე

21.50

გამომცემლობა: რემედას
ავტორი: ეტკინდი ალექსანდერ
გვერდები: 360
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
თარგმანი: ლევან ელიაშვილი
ფორმატი: 14.5×20.5
ISBN: 9789941952302

ხელმისაწვდომი: არის

 

Qty

ეს წიგნი იმ ადამიანის შესახებ არის, ვინც იცოდა, როგორ მუშაობდა და იცვლებოდა მსოფლიო მეოცე საუკუნის განმავლობაში. მას ამ მსოფლიოს გადარჩენა სურდა და თავის ხედვებს თავისი დროის ყველაზე გავლენიან პირებს უზიარებდა, მაგრამ ამ ადამიანებს მის რჩევებს მისი კომპანიონობა ერჩივნათ. მისი წინასწარმეტყველებები მაშინ დასტურდებოდა, როდესაც მათი გათვალისწინება უკვე გვიანი იყო. ის კი გამუდმებით რჩებოდა ისტორიის სწორ მხარეს.
წიგნის ავტორია ალექსანდერ ეტკინდი, European University Institute-ის პროფესორი. წარსულში ეტკინდი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი რუსულ ლიტერატურასა და კულტურის ისტორიაში. მის მრავალ ორიგინალურ და საინტერესო შრომას შორის არის “შიდა კოლონიზაცია: რუსეთის იმპერიული გამოცდილება” (Internal Colonization. Russia’s Imperial Experience, Cambridge: Polity 2011), “ხლისტები: სექტები, ლიტერატურა და რევოლუცია” და “შეუძლებლის ეროსი: ფსიქოანალიზის ისტორია რუსეთში” (“Eros of the Impossible: Sects, literature and revolution”).

ჟურნალისტი, დიპლომატი, ინტელექტუალი, ის იყო ფიცჯერალდის თანამედროვე, ჰემინგუეისთან ჩოგბურთს თამაშობდა, მეგობრობდა ფროიდთან და ბულგაკოვთან, მოლაპარაკებებს მართავდა ლენინთან და სტალინთან, ჩერჩილთან და დე გოლთან, ჩან კაიშისთან და გერინგთან, ბრწყინვალე რჩევებს სთავაზობდა უილსონს და რუზველტს და მსოფლიო ისტორიის შეცვლისგან მას ხშირად ერთი ნაბიჯი აშორებდა.

ეს შესანიშნავი ბიოგრაფია დეტალურად, ფერებში აღწერს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მთავარ გმირებსა და მოვლენებს
რუსულ არქივებში მოძიებულ, ბულიტის გამოუქვეყნებელ ნაწერებსა და დიპლომატიურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ეს ახალი ბიოგრაფია მას წარმოგვიდგენს გლობალური ეპოქის ერთ-ერთ პირველ პოლიტიკოსად. სწორედ ბულიტის ადამიანურმა იდეებმა და გადაწყვეტილებებმა, პროექტებმა და განცდილმა არაერთმა მარცხმა მოიყვანა მსოფლიო დღევანდელ მდგომარეობამდე. ეს წიგნი საინტერესო იქნება ამერიკანისტი სტუდენტებისა და, ასევე, ისტორიითა და საერთაშორისო პოლი- ტიკიით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისათვის.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,