იოსებ გაბაშვილი – ქართული ხელოვნების დიდოსტატები

80.00

გამომცემლობა: ფავორიტი სტილი
ავტორი: გიორგი ჯანბერიძე, ნანა ყიფიანი, ლია ბაგრატიონი
გამოცემის წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 196
ენა: ქართული-ინგლისური
ილუსტრირებული: არის
ISBN: 9789941275784
ხელმისაწვდომი: არის

Qty

პროექტი ხელს შეუწყობს როგორც თავად ავტორის, ქართული მოდერნიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლის იოსებ გაბაშვილის, ასევე, ზოგადად ქართული მოდერნიზმის პოპულარიზაციას, ხელოვნების წარმოჩენას ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში.
წიგნში შესულია: დიდოსტატების გზა, ქართული მოდერნიზმი და იოსებ გაბაშვილი, წიგნის ილუსტრაცია თეატრის და კინოს მხატვრობა, ანიმაცია, იოსებ გაბაშვილის ბიოგრაფიის უცნობი დეტალები, მოგონებები და ნამუშევრები
იოსებ (სოსო) ილიას ძე გაბაშვილი გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი.
სწავლობდა თბილისის სატავადაზნაური გიმნაზიაში, სადაც იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ხატვის ხელოვნებას. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. აქ მისი პედაგოგები იყვნენ გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი.
თავისი ძირითადი სპეციალობის, ფერწერისა და გრაფიკის გარდა, წარმატებით მუშაობდა სცენოგრაფიაში, პლაკატისა და ილუსტრაციის ჟანრში. განსაკუთრებუთ დიდი წვლილი შეიტანა საბავშვო წიგნის გრაფიკაში. სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. იოსებ გაბაშვილი წლების მანძილზე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვისა და ფერწერის კათედრის პროფესორი.
თანამშრომლობდა ჟურნალებში “დილა”, “პიონერი”. ი. გაბაშვილის დაზგური ნამუშევრებია: “გოგონა წყაროსთან”(1930), “შოთა რუსთაველის პორტრეტი”(1937), ნახატების სერია “აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან”(1925). პლაკატები: “სისხლი სისხლის წილ”(1941), “პარტიზანები”(1943). აკვარელის ტექნიკით შესრულებული აქვს სერია “საქართველოს ისტორიული ძეგლები”(1958–1960). მას დიდი ღვაწლი მიუძრვის საბავშვო წიგნის გრაფიკის განვითარებაში. 1944–1946წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის “ფარავნელი ჭაბუკი”, გ. ბერძენიშვილის “ტირიფის ქვეშ” და სხვ. გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. პროფესორი(1962).

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა