%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98
unnamed
 
 

ილუსტრირებული მსოფლიო ატლასი

64.99

გამომცემლობა:  პალიტრა L
წელი:  2016
ყდა: მაგარი, სუპაერ გადასაკრავით
მთავარი კარტოგრაფი: ლაირა ვიდონი

ილუსტრაციები: რიჩარდ ბინსონი, ტომ კონელი, მარ გარლიკი, რობ მანცინი, ედვინა რიდელი, პიტერ სკოტი
იდეა და მომზადება: Weldon Owen Pty Ltd
ქართული გამოცემის რედაქტორი: თამარ ჩოკორია
მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი, ნინო ლომიძე, დალი ნიკოლაიშვილი, თეონა ტიგიშვილი.
დაიბეჭდა: სინგაპურში
ტექნიკური მენეჯერი: ქეთევან ნაჭყებია

გვერდების რაოდენობა:  304
ფორმატი:   27.5/34.5
ენა: ქართული
ხელმისაწვდომი:არის
წონა: 2.200 კგ

ფასი: 64,99
ISBN: 9789941219496

Qty

 

ინფორმაციის მარტივად მოძიებასა და რეგიონალურ თუ კონტინენტურ რუკებში გარკვევას აადვილებს თემატური რუკები; თითოეულ განხილულ რეგიონს თან ერთვის ამომწურავი ინფორმაცია დედამიწის აგებულების, კლიმატის, ველური ბუნების თავისებურებების, სასარგებლო წიაღისეულის, გარემოს, მოსახლეობის, რელიგიების, ენებისა და ხალხების თაობაზე; ცნობები ნებისმიერი სახის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის საშუალებების შესახებ; ქვეყნების ეკონომიკური მოდელები და პოლიტიკური წყობის თავისებურებები.

გამოცემაში ჩვენი პლანეტის ლანდშაფტების ამსახველი 60-ზე მეტი რუკაა. თითოეული კონტინენტი ოთხი თემატური ცხრილით გახლავთ წარმოდგენილი; წიგნს თან ერთვის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, ასევე მონაცემები სახმელეთო ტერიტორიებასა და ერთიან გარემოზე, ისტორიაზე, ქვეყნების პოლიტიკურ წყობასა და გეოლოგიურ მდგომარეობაზე. საუკეთესო კარტოგრაფების მიერ საგულდაგულოდ დამუშავებული რეგიონალური რუკები მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, სხვადასხვა გეოგრაფიული ობიეტებისა და დასახლებული პუნქტების შესახებ; ამასთანავე, თითოეულ რეგიონზე არსებული ინფორმაცია გამდიდრებულია ფოტოებითა და გრაფიკული ილუსტრაციებით.

ატლასის ვრცელი დანარი მოიცავს გეოგრაფიულ მონაცემების შედარებებს, დროის ზონების რუკას, სპეციალური ტერმინოლოგიის საძიებელს, მსიფლიოს ყველა საქელმწიფო მოსახლეობის შესახებ უახლეს სტატისტიკურ მომაცემებს, სახელმწიფო დროშების გრაფიკულ გამოსახულებებსა და ვრცელ გეოგრაფიულ ცნობარს.

 

 

პირველი შევსებული გამოცემა სადაც გაერთიანებულია, ქვეყნების ისტორია, დამწერლობა, რუკები როგორც ფიზიკური ასევე პოლიტიკური დროშები, ღირშესანიშნაობები, გამდიდრებულია უახლოესი სტატისტიკური ცნობებით.
ოთხივე ოკეანის დეტალური და მსოფლიოს 18 თემატური რუკა. თითოეული კონტინენტის რუკას თან ახლავს თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, ფიზიკური, პოლიტიკური და ანთროპოგენური ზემოქმედების რუკები.
განსაკუთრებული ფორმატითა და 330-ზე მეტი რუკით,
600-ზე მეტი ფოტო და ილუსტრაცია,
30 000-ზე მეტი გეოგრაფიული ტოპონიმი,
დედამიწის სრული სურათი
ოკეანეების ვრცელი რუკები
მოსახლეობა და მსოფლიოს ენები


ხელოვნური თანამგზავრით გადაღებული კონტინენტების ხედები

თანამედროვე პოლიტიკური ვითარებანი გრაფიკები და დიაგრამები, უახლესი კარტოგრაფიული მონაცემები
ყველა ქვეყნის დროშა

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ილუსტრირებული მსოფლიო ატლასი”

კატეგორიები: ,