fb_443z8qa1kf1j1sy
file_091960071
file_485073290
iliameore-wigni
 
Sale!
 

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (I, II )

60.00 40.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ფასი : 60.00 ლარის ნაცვლად 40.00 ლარი
ყდა: მაგარი
ფორმატი : 25/31
ISBN : 9789941245107
წელი: 2016
გვერდების რაოდენობა: 392
ხელმისაწვდომი: არის
 
Qty

ტომი I და ტომი II

წიგნში  “ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი” გაერთიანებულია სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული მასალები – უტყუარი ამბები საქართველოს უახლესი ისტორიიდან. გამოცემაში შესულია უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წერილები, ფოტოები, დოკუმენტები, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოდის სამზეოზე და ამ წიგნში ექსკლუზიურად ქვეყნდება. პატრიარქის ტკივილი, სიხარული, განცდები, პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა.
როგორი იყო იგი საერო ცხოვრებაში?! როგორ იღებდნენ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს.
ეს საქართველოს შეულამაზებელი ისტორიაა, ეს არის  ფაქტებით მოთხრობილი ამბავი ქვეყნისა და ხალხის მსახურის უმძიმესი კატაკლიზმებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში. სწორედ ეს ანიჭებს განსაკუთრებულობას და ისტორიულ მნიშვნელობას ამ  წიგნს.

 

 

პატრიარქის პირადი არქივიდან:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის 1961 წლის წერილი ილია შიოლაშვილს, არქიმანდრიტის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით:
„გილოცავთ ანგელოზის დღეს.
ჭეშმარიტი მონაზონის ცხოვრების საგანძურიდან უხვად მიგნიჭებოდეს მორჩილება, თავმდაბლობა.
ვითვალისწინებ რა პრაღის მრევლის ქრისტეანთა კონგრესზე გაწეულ თქვენ შრომას, მოგიბოძებთ არქიმანდრიტობის პატივს.
ეფრემი II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
1961წ. აგვისტო
მცხეთა ოლღას სავანე“

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (I, II )”