22
5
 
Sale!
 

იკითხე ქართული

62.00 49.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2019
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ფორმატი:
ISBN” 9939845874144
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ეს სერია მრავალფეროვან, მდიდარ, ნოვატორულ ქართულ მწერალს აერთიანებს. აქ შეხვდებით ავტორებს, რომლებიც დამსახურებულად იკავებენ ადგილს ყველა წიგნის თაროზე, და იმ მწერლებსაც, რომლებმაც შესანიშნავი ლიტერატურა შექმნეს, მაგრამ უსამართლოდ ჩაიკარგნენ დიდძალ თარგმანებსა  თუ სხვადასხვა დროის აქტუალურ მიმდინარეობებში. ეს სერია მშობლიურ ძვირფას, ძლიერ და შეუდარებელ ლიტერატურას შეკრებს და მკითხველსაც მის გარშემო გააერთიანებს – ის ხომ მათთვისაა, ვინც კარგად იცნობს ახალ უახლეს ქართულ პროზას, და მათთვისაც, ვისთვისაც ქართული მწერლობა ჯერ კიდევ აღსანიშნავია.

თამაზ ჭილაძე – აჰა, მიიწურა ზამთარი
“პირველი თოვლი სიყვარულსა ჰგავს. სიყვარულიც თოვლივით ჩამოდის ციდან და მთელ ქვეყანას ფარავს. თოვლი დიდი ხნის დავიწყებული რამის გახსენებას ჰგავს. მოჩვენებითად მშვიდს, მაგრამ ჯიუტ გახსენებას. ის ფარავს ყველაფერს, თეთრი ბურუსით ავსებს გარშემო სივრცეს, რათა მხოლოდ ის ერთი, დავიწყებული გამოჩნდეს. დავიწყებული, თუ გულის სიღრმეში შენივე ხელით ჩამალული. ზედ რომ ათასი, თავის მოსატყუებლად მოგონილი ნუგეში ნაცარივით მიგიყრია. ის კი თურმე მაინც არ ჩამქრალა.” – აჰა მიიწურა ზამთარი
ლეო ქიაჩელი – მოთხრობები

სპირალი — გურამ ფანჯიკიძის რომანი.
რომანი როგორც კი დაიბეჭდა “ცისკარში” (1985-86 წლების მიჯნაზე), მაშინვე ბესტსელერად იქცა. მალე, 1986 წლის დასაწყისში, წიგნის ბაზარზეც გამოვიდა 60 000-იანი ტირაჟით და მხოლოდ ტალონებით გაიყიდა. ტირაჟი გაცილებით დიდი რომ ყოფილიყო, ალბათ მაინც ძნელი საშოვნელი იქნებოდა. 1990 წელს, გიული ჭოხონელიძემ რომანის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბესტსელერი – ყველაზე სკანდალური და პოპულარული ქართული რომანი. სამეცნიერო ფანტასტიკა. მომაკვდავი აკადემიკოსის ტვინს უნერგავენ დადამბლავებულ ახალგაზრდას, რომელიც კრიმინალი აღმოჩნდება. ვინ იქნება ოპერაციის შემდეგ ეს ადამიანი? მოხუცი აკადემიკოსი? ახალგაზრდა კრიმინალი? თუ ვიღაც ახალი პიროვნება? ტვინი დაიმორჩილებს სხეულს, თუ სხეული ტვინს? და საერთოდ, ძალიან ხომ არ ვერევით ბუნების საქმეებში? ხომ არ გვავიწყდება, რომ ჩვენ თვითონ ბუნების შვილები ვართ და შემქმნელი ზედმეტ თავხედობას არ გვაპატიებს?

ვასილ ბარნოვი – ტრფობა წამებული

 მიუხედავად იმისა, რომ ვასილ ბარნობი ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა თანამედროვეობას და ყოველთვის ცდილობდა მის თხზულებებში არსებული პრობლემტიკა გამოეხატა მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები მაინც ისტორიულ თემატიკაზეა დაფუძნებული. მას ისტორია აინტერესებს იმდენად, რამდენადაც ცდილობს ისტორიული მასალის დახმარებით თავისი მსოფლმხედველობა და ფილოსოფიური კრედო გამოხატოს. მისთვის სამყარო არის კეთილისა და ბოროტის მუდმივი ბრძოლა, რომელშიც ადამიანები გარკვეულ როლს თამაშობენ. ამის გამოსახატავად იყენებს ბარნოვი სწორედ ისტორიულ სინამდვილეს, რადგან ამ ბრძოლის წარმოჩენა მას რეალურ მაგალითებზე სურს და არა გამოგონილზე.      მის ისტორიულ რომანებში ვასილ ბარნობი მემატიანეს ცნობებს ეყრდნობა, თუმცა იქ, სადაც ისტორია არაფერს ამბობს ვასილს მხატვრული გამონაგონი აქვს გამოყენებული.

      ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანი „ტრფობა წამებული“ ყველაზე მეტადაა შეჯერებული ისტორიული ფაქტებით. აქ ძირითადად ორი წყაროა გამოყენებული. ერთი „ქართლის ცხოვრება“, რომელიც აშოტ კურაპალატის ცხოვრების ამსახველ ტექსტებს შეიცავს და, მეორე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, სადაც საუბარია აშოტის მიერ სიძვის დიაცის შეყვარების შესახებ და ამ ფაქტთა დაკავშირებით ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება.

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა