თეთრი კბილები

29.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: სმითი ზეიდი
გვერდები: 844
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
თარგმანი: თამარ ბაბუაძე
ფორმატი: 14X20
სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა
ISBN: 9789941467752
ხელმისაწვდომი: არის
Qty

„ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი, განსაცვიფრებელი დებიუტი… საოცრად ინდივიდუალური, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე „თეთრი კბილებით“, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს…იკბინება“, – სალმან რუშდი

რომანის შესახებ: ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად არის აღიარებული. ნაწარმოები რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“. წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, დანახული საინტერესო მწერლის თვალით.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: , ,