tp-kuiki-imedis-sxivta-krebuli_0
tp-buli-maimunebis-planeta
vermes_wieder_cover_uv
tp-aderi-meocnebeni
uil_greisoni
tp-sim-sisxlivit-citeli
 
 

თარგმნილი პროზა

90.00

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
ენა: ქართული
გვერდებია როდენობა: 240-300
ფორმატი:13.00 X 19.50
ISBN:
9789941236211
ხელმისაწვდომი: არ არის

 

Qty

იმედის სხივთა კრებული
მეთიუ ქუიქი
ესაა ამბავი ისტორიის ყოფილი მასწავლებლისა და კალათბურთის მწვრთნელის – ახალგაზრდა პეტ ფიფოლსის შესახებ, რომელიც ბალტიმორის ფსიქიატრიული კლინიკიდან წამოსვლის შემდეგ საცხოვრებლად მშობლების სახლში ბრუნდება. იგი ცდილობს, აკვიატებად ქცეული „განშორების დრო“, რომელიც, მისი აზრით, ყოფილმა ცოლმა, ნიკიმ დაუწესა, საკუთარი თავის გამოსწორებასა და ნიკის დაბრუნების მცდელობაში დახარჯოს, ამიტომ მთელ დღეს ფიზიკურ ვარჯიშს უთმობს. პეტს, რომელსაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი აქვს, ოჯახი და მეგობრები ეხმარებიან. მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი მეგობარი ტიფანი კი ყველანაირად ცდილობს, რეალობა, რომელსაც პეტი მთელი მონდომებით გაურბის, მთელი სიცხადით დაანახოს, რათა მან, ბოლოს და ბოლოს, ახალი ცხოვრება დაიწყოს
მთარგმნელი:
გურამ ღონღაძე
გვერდების რაოდენობა:
 300

ის კვლავ აქ არის
ტიმურ ვერმესი
„ის კვლავ აქ არის“ სატირულ-იუმორისტული რომანია, რომელიც ადოლფ ჰიტლერის თანამედროვე გერმანიაში გამოღვიძებას აღწერს. დროში გადანაცვლებული ფიურერის თვალით დანახული დღევანდელი გერმანიისა და ევროპის რეალობა, პრობლემები, მისი მოსაზრებები და შეფასებები ერთდროულად სასაცილოცაა და დამაფიქრებელიც. რომანის კითხვისას გარკვეულწილად იცვლება ჩვენში დამკვიდრე­ბული წარმოდგენებიც როგორც ამ ისტორიულ ფი­გუ­რაზე, ისე თავად გერმანიაზე. ეს წიგნი, როგორც ანეკდოტი, სასაცილოა, თუმცა მასში სიმართლის მარცვალიც შეგვიძლია დავინახოთ.
უნგრული წარმოშობის გერმანელი პოლიტოლოგის, ტიმურ ვერმესის ამ რომანმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა მკითხველთა ინტერესი და მსოფლიოს 41 ენაზე მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. 2015 წელს გამოვიდა წიგნის ეკრანიზაციაც, რომლის სცენარის ავტორიც თავად ტიმურ ვერმესია.

მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი
გვერდების რაოდენობა: 384

სისხლივით წითელი
სალი სიმუკა

სკოლის ფოტოლაბორატორიაში ხუთასევროიანი კუპიურები გასაშრობად ჩამოუკიდიათ. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებს. სისხლიანი ფულის პოვნა თეატრალური გიმნაზიის მოსწავლე გოგოს საერთაშორისო ნარკობიზნესის მბრუნავ მორევში ჩაითრევს.

ლუმიკი კი ჯერ ცივსისხლიან მკვლელებს გაურბის, ბოლოს კი ლეგენდარული “თეთრი დათვის” წვეულებაზე ხვდება.

ლუმიკი ანდერსონი ახალგაზრდა ფინელი მწერლისა და მთარგმნელის, სალა სიმუკას დეტექტიური ტრილოგიის მთავარი გმირია. ტრილოგიის წიგნები – “სისხლივით წითელი”, ” თოვლივით თეთრი” და “აბანოზის ხესავით შავი” – უკვე მსოფლიოს ბევრ ენაზე ითარგმნა.

სალა სიმუკას მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდული რომანებისა და ხელოვნების დარგში პერსპექტიული გარღვევისათვის.

ნახევრად ცუდი
„ნახევრად ცუდი“ ინგლისელი დებიუტანტი მწერლის სალი გრინის ტრილოგიის პირველი წიგნია. ეს ფენტეზის ჟანრის რომანი, რომელიც 2014 წლის მარტში გამოიცა, უკვე ოცდათხუთმეტამდე ენაზე ითარგმნა. მოქმედება თანამედროვე ეპოქაში, ინგლისში ხდება, სადაც ადამიანები ბოროტ და კეთილ ჯადოქრებთან თანაცხოვრობენ. მთავარი გმირის, ნათან ბირნი, კეთილი და ბოროტი ჯადოქრების შვილია. დედა დიდი ხნის წინ მოუკვდა, მამა კი არასდროს უნახავს. ნახევრად ცუდ ჯადოქარს ყველა სდევნის და ავიწროებს. გალიაში გამომწყვდეულმა ამ პატარა ბიჭმა,  მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე რომელიმე წინაპრისგან სამი საჩუქარი უნდა მიიღოს, რომ სიკვდილს გადაურჩეს…
თარგმნა: თამარ სუბელიანმა
გვერდების რაოდენობა: 400

მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი
გვერდების რაოდენობა: 264

მეოცნებენი
გილბერტ ადერი
1960-იანი წლების პარიზში, მაშინ როცა ქალაქი ახალი ტალღის ფრანგული კინოთო, სექსუალური რევოლუციითა და სტუდენტური ამბოხით ცხოვრობს, ახალგაზრდა და-ძმას – თეოს და იზაბელს ამერიკელი სტუდენტი მეთიუ უმეგობრდება და იწყება სამეულის საოცარი თავგადასავალი, რომელიც თავისუფლების ერთი დიდი მანიფესტია – ეროტიკული ურთიერთობებითა და კინემატოგრაფიით სავსე.
გილბერტ ადერის “მეოცნებენი” პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა სათაურით “წმინდა უცოდველები”, სახელი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2003 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ საკულტო ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავ როლებს მაიკლ პიტი, ევა გრინი და ლუი გარელი ასრულებენ. ფილმში, ისევე როგორც წიგნში, აბსოლუტური სიზუსტითაა წარმოჩენილი ის ეპოქა, რომელმაც თანამედროვე ევროპის ისტორია ახალ საფეხურზე გადაიყვანა და მის კულტურულ თუ სოციალურ განვითარებას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია.
გვერდების რაოდენობა: 176
მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

მაიმუნების პლანეტა
პიერ ბული
ნეტა არის სიცოცხლე ჩვენი გალაქტიკის სხვა პლანეტებზე? სწორედ ეს აინტერესებს საჰაერო ხომალდის სამ მგზავრს. ისინი ბეთელჰეიზეს სისტემის ერთ-ერთი პლანეტისკენ მიეშურებიან. ადამიანები ჯერ კიდევ კოსმოსიდან ხედავენ იმ ქალაქებსა და გზებს, რომლებიც საოცრად ჰგავს დედამიწისას. როდესაც რომანის გმირები პლანეტაზე დაეშვებიან, აღმოაჩენენ, რომ ესაა პარალელური სამყარო, დასახლებული განვითარებული მაიმუნებით, რომლებიც სტუმრებს შეიპყრობენ და მათზე ცდებს ატარებენ. ნეტა როგორ დააღწევენ ადამიანები თავს ამ ყველაფერს?
ფრანგი მწერლის, პიერ ბულის ეს რომანი კლასიკური ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ლიტერატურის ჟანრს განეკუთვნება. ამ ბესტსელერის მიხედვით გადაღებულია არაერთი ცნობილი ფილმი თუ სერიალი, რომელთა შორისაც კინოკლასიკად იქცა 20th Century Fox-ის მიერ შექმნილი ამავე სახელწოდების ფილმი.
მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი
გვერდების რაოდენობა: 240

უილ გრეისონი
ჯონ გრინი, უილ გრეისონი
არ იფიქროთ, რომ წიგნის ყდაზე გამეორებული სახელი და გვარი უილ გრეისონი დიზაინერთა ხრიკია, საგანგებოდ შექმნილი მხატვრული ეფექტი. აქ თქვენ მართლა ორ უილ გრეისონს შეხვდებით: ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თინეიჯერს, ორი სრულიად განსხვავებული ავტორის ორ პერსონაჟს, რომელთაც გარემოება მოულოდნელად შეახვედრებს.
ჯონ გრინისა და დევიდ ლევითანის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწერილი სიუჟეტური ხაზები საინტერესოდ კვეთს ერთმანეთს და მკითხველს მოზარდებისთვის აქტუალურ პრობლემებზე დააფიქრებს.
მთარგმნელი: ტაო ჭალიძე
გვერდების რაოდენობა: 251

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა