9379646512
3191930041
4184731016
7986722341
266972775
6819323152
 
 

თან საკითხავი

74.00 59.00

გამომცემლობა: არტანუჯი
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა:
ISBN: 96312433110
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ქართველი მწერლები – 130 ამბავი
შეადგინა ნინო სადღობელაშვილმა

მწერლის ბიოგრაფია მის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესოა. მით უფრო, თუ ამ შემოქმედების გასაღები ხშირად სწორედ ბიოგრაფიულ დეტალებში დევს და თანაბრად იპყრობს როგორც მკვლევართა და ლიტერატორთა, ისე ნამდვილი და გურმანი მკითხველის ყურადღებას.

ქართველი მწერლების ბიოგრაფიებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს – ესაა ფონი, ეპოქალური გარემო – მუდმივად დრამატული, მძაფრი, მუქი ტონალობებით. ასეთ გარემოსა და ასეთ დროში უხდებოდათ მათ ცხოვრება, წერა, არჩევანის გაკეთება…

წიგნში შესულია ქართველ მწერალთა უცნობი თუ ნაცნობი ბიოგრაფიული ეპიზოდები, XIX საუკუნიდან XX საუკუნის 30-40-იან წლებამდე. ამჯერად, თითქმის 130-წლიანი ლიტერატურული ქრონიკა, 130 მწერლური ამბით წარდგება მკითხველის წინაშე.
ISBN: 978-9941-478-07-9
11.70

60 ამბავი უცხოეთში დაკარგულ ქართველებზე
ალექსანდრე მიქაბერიძე

ბედის უკუღმართობით XV-XIX საუკუნეებში ათასობით ქართველი აღმოჩნდა უცხო მხარეში.
 ზოგი მათგანი გაიტაცეს, ზოგი ტყვედ ჩავარდა ომიანობისას, ზოგი კი ქართველმა თავადმა გაყიდა (ზოგიერთ შემთხვევაში – საკუთარმა ოჯახმა).
 ოსმალეთიდან იემენის სანაპირომდე, მოროკოს ატლასის მთებიდან ინდოეთამდე, იშვიათი იყო ისეთი მხარე, სადაც ქართველთა შესახებ არ სმენოდათ. ხშირად ხდებოდა, რომ ძალაუფლებას ქართველი მონები იგდებდნენ ხელთ.
 იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ქართველების ბედი წარსულის ბინდშია გახვეული, მათი სახელები კი მივიწყებულია. ამ წიგნის მიზანია, მკითხველს გაუზიაროს უცხოეთში დაკარგული ქართველების ერთი მცირე ნაწილის თავგადასავალი.
 ცხოვრების ჩქარი რიტმი, დაძაბული გრაფიკი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი… ნაკლებად გვაძლევს კითხვის შესაძლებლობას.
 არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს.
 გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა ასეთ ადამიანებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზოს. ეს არის სერია „თან საკითხავი“.
 დიახ, თან საკითხავი. საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას. საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში…
 თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების გარშემო შეკრებილ ინფორმაციას აერთიანებს.
14ლ
გვერდების რაოდენობა: 14
ISBN: 978-9941-463-51-
8

 

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – 100 ამბავი

შეადგინა თამაზ ჯოლოგუამ
 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ათეული წლების განმავლობაში იყო ეროვნული კულტურის ძირითადი ცენტრი, რომელიც, გარდა სასკოლო-საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო კერების დაარსებისა, იდეურად და მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ თეატრს, გამომცემლობებს, ხელს უწყობდა სამეცნიერო და სალიტერატურო პროცესების განვითარებას, ეძებდა და თავს უყრიდა ძველ ქართულ ხელნაწერებსა და ნაბეჭდ წიგნებს, ისტორიულ-არქეოლოგიურ და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, სტიპენდიებს უნიშნავდა რუსეთსა და საზღვარგარეთ მოსწავლე ახალგაზრდებს…
 წიგნი ეძღვნება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 140 წლისთავს.
11,95ლ
ISBN: 978-9941-478-93-2

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
100 წელი/100ამბავი

მოამზადეს რუსიკო კობახიძემ, დიმიტრი სილაქაძემ, დავით ხვადაგიანმა და ირაკლი ხვადაგიანმა

100 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ რაღაც 1028 დღე იარსება.

დემოკრატიულ რესპუბლიკას აშენებდნენ მისი მოქალაქეები: პოლიტიკოსები, სამხედროები, მეცნიერები, მეწარმეები, გლეხები, მუშები. მათ მრავალი საინტერესო ამბავი გადახდათ თავს და საკმაოდ მცირე დროში ბევრი რამის გაკეთებამოასწრეს.
სწორედ ამ ადამიანებისა და მათი საქმეების შესახებ მოგიყვებით ამ წიგნში, რომელიც, იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გაზრდის და გააღრმავებს თქვენს ცოდნასა და ინტერესს საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი.
გვერდების რაოდენობა: 250
10ლ

 

საქართველო უცხოელთა თვალით (XV-XVII სს.)
ალექსანდრე მიქაბერიძე

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მრავალი უცხოელი მოგზაური ეწვია. სწორედ მათი დატოვებული ჩანაწერებიდან ამოკრებილი ფრაგმენტებია თავმოყრილი წიგნში. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის XV-XVII საუკუნეები ურთულესი პერიოდია. ამ დროს მოხდა ერთიანი საქართველოს დაშლა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად და საგარეო და საშინაო პირობების მკვეთრად გაუარესება. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპელი მოგზაურებისა თუ მწერლების ჩანაწერებს.
მოგზაურთა უმეტესი ნაწილი დაჯილდოებულია დაკვირვების უნარით და ისინი საინტერესოდ აღგვიწერენ ქართველების ცხოვრების წესსა და ზნე-ჩვეულებებს. მათ შემოგვინახეს ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც სხვა მხრივ ჩვენთვის დაკარგული იქნებოდა. ბუნებრივია, მათ ჩანაწერებში იკვეთება ნეგატიური მოსაზრებებიც, რაც ასევე საყურადღებოა. ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების თვალით დანახული საქართველო ხშირად ახალ ჭრილში წარმოგვიდგება.
გვერდების რაოდენობა: 290
14.40
ISBN: 9789941478260

დამწერლობა 100 ამბავი

კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოგონება უდავოდ დამწერლობაა, რომელსაც სულ მცირე 50 საუკუნის ისტორია აქვს.
როგორც ყველა კარგ სიახლეს, დამწერლობის გამოგონებასაც ჰყავდა მოწინააღმდეგეები. დიდი ბერძენი ფილოსოფოსებიც კი უარყოფითად აფასებდნენ მას. თვლიდნენ, რომ ადამიანები დამწერლობაზე დამოკიდებულნი გახდნენ, მიენდნენ მას და მეხსიერება გაუზარმაცდათ. მაგრამ ალბათ იმასაც კარგად იაზრებდნენ, რომ მათი სახელის უკვდავებას დიდწილად სწორედ დამწერლობა უზრუნველყოფდა.
მწიგნობრობის კულტურა მუდმივად ვითარდებოდა და იხვეწებოდა, იქმნებოდა ახალი დამწერლობები. კაცობრიობის ისტორია ასობით დამწერლობას იცნობს. ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, რადგან კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა არ არსებობს. დღეს კი მათი რაოდენობა, გავრცელებული მითის საწინააღმდეგოდ, 14-ზე გაცილებით მეტია.
11.95
ISBN: 978-9941-478-99-4

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა