1340153529
8341262019
6669904282
 
Sale!
 

თან საკითხავი (3-8)

79.00 41.95

გამომცემლობა: არტანუჯი
გამოცემის წელი: 2018
ენა: ქართული
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 176-290

ფორმატი: 14.8×21
ილუსტრირებული: არის
ISBN: 978-9941-463-39-6
ხელმისაწვდომი: არის

Qty

პროექტი ,,თან საკითხავი“ საშუალებას იძლევა სხვა საქმის კეთების პარალელურად თუ დასვენებისას წავიკითხოთ გასაგები და უშუალო ენით დაწერილი, მცირე მოცულობის ძალზე საინტერესო „ამბები“.
თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების გარშემო შეკრებილ ფაქტებს, აზრებსა და ნაკლებად ცნობილ ინფორმაციას შეიცავს. რაც მთავარია, ეს ინფორმაცია სანდოა. წიგნის თემა ირჩევა იმ კუთხით, რამდენადაა ის მკითხველისთვის აქტუალური და საინტერესო
„თან საკითხავის“ კითხვა შეგვიძლია დავიწყოთ ნებისმიერი ნაწილიდან და ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ და შემდეგ ნელ-ნელა ჩავამთავროთ. ეს არის საკითხავი ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში… ჰამაკში, პლაჟზე, ჯდომისას თუ წოლისას, საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. საკითხავი მათთვის, ვისაც მოსწონს წიგნებისთვის თვალის გადავლება, ვისაც უყვარს კითხვა აქა-იქ თვალის ჩაკვრით და ვისაც არ იზიდავს ვრცელი და გაბმული ტექსტები.

 

წიგნი 4 – ლუდი – 130 ამბავი
ამჯერად გთავაზობთ საინტერესო ამბებს ლუდის შესახებ.
ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა.როდესაც უძველესმა ხალხემა აღმოაჩინეს,რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება,მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვნა დაიწყეს,რამაც კაცობრიობის საზოგადოებრივ განვითარებასა და მატერიალური კულტურის განვითარებას დაუდო სათავე.
 
 
წიგნი 5 -გურამ წიბახაშვილი. 64 ამბავი ფოტოგრაფიაზე
ამერიკელმა ფოტოგრაფმა ედვარდ ჰენრი ვესტონმა 1932 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი f/64. რისი მანიშნებელი იყო 64? დიაფრაგმის ყველაზე დახურული ნიშნულის, რომელიც მაშინდელ კამერებს ჰქონდა. სწორედ ამ დაკეტილი 64 დიაფრაგმის საშუალებით იყო შესაძლებელი კადრში მოხვედრილი ყველა საგნისა თუ გამოსახულების ფოკუსში მოქცევა. ვესტონის მოსაზრებით, ფოტო რომ კარგი გამოსულიყო, ყველაფერი ფოკუსში უნდა ყოფილიყო…
ამ გამოცემაში შესული ამბებიდან ყველა ფოკუსშია და კითხვაც სიმბოლურად აღებული 64 თავიდან ნებისმიერი ერთით შეგიძლიათ დაიწყოთ.
 
წიგნი 6 – ილია ჭავჭავაძე. 180 ამბავი
წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში.
მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.
 
 
წიგნი 7 – ნობელიანტი ფიზიკოსები
ეს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს… ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.
წიგნის ავტორ-შემდგენელს – ფიზიკოსსა და გამომცემელ კახმეგ კუდავას ცდა არ დაუკლია იმისათვის, რომ ფიზიკისა და ფიზიკოსთა რთული, საინტერესო და ეპოქალური ამბები მოუწყინრად საკითხავი ყოფილიყო
 
 
წიგნი 8 – მსოფლიო მონარქები. 100 ამბავი
ეს წიგნი მოიცავს ამბებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მმართველებზე. მკითხველი იმოგზაურებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ძველი სამეფოს ხელმწიფეებიდან თანამედროვე მონარქებამდე. მთავარი გმირებისთვის დამახასიათებელი იუმორი, სიბრძნე, გამჭრიახობა და მოხერხებულობა – არის ის, რაც გამოცემას სასიამოვნო საკითხავს ხდის.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა