86840877_2951790238185049_5173164352844333056_n
19667935_1726064774100148_7371955648106157923_o
19702742_1726064704100155_673378122043815230_o
 
 

თავგადასავალი ყველაზე თამამებისთვის – სამაგიდო თამაშები

32.00

Qty

ზეზვა და მზია
სამაგიდო თამაში “ზეზვა და მზიას თავგადასავალი” წარმოსახული რეალობის მოწმედ გაქცევთ, თუკი ამ თამაშით გართობას მოინდომებთ ამ რთულ და საინტერესო გზაზე, რასაც ჩვენი უძველესი წინაპრები გაივლიან, ვიდრე აფხაზეთში ჩავლენ, თქვენ მათი თანამგზავრები იქნებით. ემოციურად და ინტელექტუალურად დაეხმარებით მათ, ისე საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ გაიგოთ ჩვენს წინაპრებზე, ჩვენს ქვეყანაზე, მის კულტურაზე და ამასობაში, თამაშ-თამაშით ჩახვალთ ზეზვას და მზიასთან ერთად საოცნებო აფხაზეთში, სადაც აუცილებლად დავბრუნდებით.

შავი ზღვის განძის მაძიებლები
ეს არის მარტივი, სახალისო და საინტერესო თამაში, თავისი დაბრკოლებებით და თავგადასავლებით, მეტი მხიარულებისთვის შეგიძლიათ მშობლებმა და შვილებმა ერთად ითამაშოთ. გზად შეხვდებით მეკობრეებს და აბორიგენებს, თუმცა დასახული მიზნის მისაღწევად გადალახავთ ყველა დაბრკოლებას და იპოვით განძს. რომელიც აფხაზეთში, კრუბერის გამოქვაბულში მდებარეობს. იგი არის ყველაზე ღრმა მღვიმე მსოფლიოში. სამაგიდო თამაშის ნაკკრებში შედის: სათამაშო მოედანი, ქვები და კამათელი.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა