sabsak-zgpr-rusuli
sabsak-arabuli-gameebi
 
Sale!
 

ზღაპრების საგანძური

80.00 34.90

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი: 2015
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ენა: ქართული
21.50 X 28.00
ISBN:9789941231711
ხელმისწავდომი: არ არის

Qty

არაბული ღამეები
ლეგენდის თანახმად, დიდზე დიდი ხნის წინათ არაბეთში თურმე ერთი ჭკვიანი და მშვენიერი ქალი, შეჰერეზადა ცხოვრობდა. სიცოცხლე რომ გადაერჩია, მან ერთი შესანიშნავი ხერხი მოიფიქრა: ბოროტ სულთანს ათას ერთი ღამის განმავლობაში თავშესაქცევ ამბებს უყვებოდა.
შეჰერეზადას  მოყოლილმა ზღაპრებმა ჩვენამდე  “არაბული ღამეების” სახელწოდებით მოაღწია. მასში უამრავი საინტერესო, ჯადოსნური ამბავია გაერთიანებული. სწორედ “არაბულმა ღამეებმა” შემოგვინახა ყველა ბავშვისთვის საყვარელი ზღაპრები: “ალადინი და ჯადოსნური ლამპარი”, “ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი”, “მფრინავი ბედაური”, “სინდბად-მეზღვაურის მოგზაურობა”…
ამ კრებულში კიდევ ბევრ ზღაპარს აღმოაჩენ, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვის გასაგებ ენაზეა მოთხრობილი და შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული.

რუსული ზღაპრები
ეს შესანიშნავი ანთოლოგია XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი მწერლების ცნობილ ზღაპრებს აერთიანებს. წაიკითხეთ რუსი კლასიკოსების: ალექსანდრე პუშკინის, ანტონ ჩეხოვის, ნიკოლაი გოგოლისა და ანტონი პოგორელსკის არჩვეულებრივი ზღაპრები და გაიგეთ, როგორ იქცა ალიოშა ერთი ჯადოსნური ამბის მერე სკოლის საუკეთესო მოსწავლედ, როგორ მოხვდა სალთან მეფის ვაჟიშვილი უკაცრიელ კუნძულზე, როგორ დაკარგა პატრონი კაშტანკამ, რა საოცარ ამბავს ყვებოდნენ სოროჩინის ბაზრობაზე და როგორ გაიღვიძა ერთ მშვენიერ დღეს ცხვირის გარეშე მოხელე კოვალიოვმა.
კრებული  გაფორმებულია ცნობილი ილუსტრატორის, გენადი სპირინის მიერ. წაიკითხეთ, დაათვალიერეთ და ეზიარეთ რუსული ლიტერატურის საგანძურს.

რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა
წიგნი, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ ვითარდება ჯანსაღი გონება, როცა ტვინი დადებითი ემოციებით იკვებება.
აღმოაჩინეთ სიყვარულის ქიმია: როგორ უნდა შეეხოთ, ელაპარაკოთ და ეთამაშოთ ბავშვს, რომ კეთილდღეობის განცდის ჰორმონები გამოუმუშავდეს.
გაიგეთ მეტი აღზრდის მეთოდების შესახებ, რომლებსაც ბავშვის ტვინის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
შეიტყვეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ბავშვი ისტერიკულად ტირის, რათა მანაც და თქვენც მშვიდად დაიძინოთ.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა