ზებულონი

14.90

გამომცელობა: ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობა
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ფორმატი: 14.8X21.5 სმ.
გვერდების რაოდენობა:314
ISBN:978-9941-452-36-9
ხელმისაწვდომი: არის

Qty

რომანი “ზებულონი” ჯემალ ქარჩხაძის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე გაშლილია ადამიანური სულის შემძვრელი თავგადასავალი. ღრმა ჭვრეტითა და უკომპრომისო სიმართლით გადმოცემულია დაუვიწყარი ხასიათები და წარუშლელი ხატები. უზადო ქართული და დაძაბული თხრობა ლამის შეუსაბამოა წერის საოცრად მსუბუქ მანერასთან, რომელიც რომანს ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ასაკის და ინტერესის მკითხველისათვის.

“ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა”

ჯემალ ქარჩხაძე

რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის “თავგადასავალის” ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის.

კატეგორიები: , ,