14568013_10154539810343180_4073356935797465268_n
14492341_10154539810328180_3276621335085951287_n
14581433_10154539810368180_2449962494490853557_n
14355630_10154539810493180_2214533268824383586_n
 
 

ვეფხისტყაოსნის მხატვრობა

130.00

გამომცემლობა: ნოტა ბენე
ავტორი:  მარიამ გაჩეჩილაძე
წელი: 2016
ყდა: მაგარი მუყაო
გვერდების რაოდენობა: 330
ფორმატი: 23X29
ენა: ქართული, ინგლისური
ფასი: 130.00
წონა: 2.300 კგ
Isbn:   9789941087943
ხელმისაწვდომი: არის

Qty

წარმოგიდგენთ ,,ნოტა ბენეს“ უნიკალურ-საკოლექციო წიგნ-ალბომს ,,ვეფხისტყაოსნის მხატვრობა“, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე ყველასთვის ცნობილი თუ უცნობი თექვსმეტი მხატვრის მიერ ამ პოემისთვის შესრულებულ ულამაზეს ილუსტრაციებს.
ეს არის პირველი ალბომი, რომელშიც  წარმოდგენილია პოემისათვს შესრულებული უნიკალური ილუსტრაციები, რომლებიც მკითხველს უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას მოჰგვრის და ამოგზაურებს ვეფხისტყაოსნის ჯადოსნურ სამყაროში.

ალბომში გაეცნობით ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, როგორიცაა: მიხაი ზიჩი, ნიკო ფიროსმანაშვილი, ვლადიმერ (ლადო) გუდიაშვილი, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, ირაკლი თოიძე, სევერიან მაისაშვილი, უჩა ჯაფარიძე, ლევან ცუცქირიძე, ნათელა იანქოშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, მამია მალაზონია, ქეთევან მატაბელი, მამუკა ცეცხლაძე, ლორეტა აბაშიძე-შენგელია, ირალკი ოჩიაური.

ილუსტრაციებთან ერთად წარმოდგენილია თითოეული მხატვრის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ინფორმაცია თუ სად არის კონკრეტული ნამუშევარი დაცული, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ტრეტიაკოვის გალერიაში (მოსკოვი), თბილისის სახვით ხელოვნების მუზეუმში, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, მხატვრების სახლ-მუზეუმებში და სხვა.მოცემულია ასევე ინფორმაცია თუ რა მასალით არის შესრულებული შედევრი,შესავალში კი მკითხველი გაეცნობა პოემის დასურათების მოკლე და ძალიან საინტერესო ისტორიას, რომელიც მკითხველის თვალწინ ქართულ ინგლისურ ენაზე ოქროსფერ და ვერცხლისფერ წარწერებში ცოცხლდება.  წიგნის უმაღლესი ხარისხი შესაძლებლობას იძლევა ილუსტრაციები მაქსიმალურად რეალისტურად იქნეს აღქმული, დახვეწილი და არაჩვეულებრივი დიზაინით წარსდგა ქართველი მკითხველის წინაშე ქართული საგანძურის ყველაზე ღირსეული შედევრი.
წიგნი წარმოდგენილია მაგარ მუყას ყდაში რელიეფური გალაკული ორნამენტებით, თავფურცელი შესრულებულია ოქროს პანტონში და ჩასმულია შავ დახვეწილ ყუთში. თეთრისა და შავის კონტრასტი განუმეორებელ ეფექტს შექმნის თქვენს ბიბლიოთეკაში. თითოეული გვერდი უმაღლესი ხარისხის გალაკული ფურცლით არის გაფორმებული და ამშვენებს დახვეწილი ილუსტრაციები.
ეს არის წიგნი რომელიც ერთნაირად საინტერესო, ღირებული და ძვირფასია ყველა თაობის მკითხველისათვის, იგი საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს თქვენს ბიბლიოთეკაში და ღირსეულად გადაეცმემა თაობიდან თაობას!

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ვეფხისტყაოსნის მხატვრობა”