1604684_605815986179435_1281857272_n
10003914_605815582846142_1908387675_n
1981809_605814326179601_448455299_n
 
 

ვეფხისტყაოსანი

140.00

გამომცემლობა: სეზანი
გვერდების რაოდენობა: 376
ყდა: მაგარი
ფორმატი: 21X28.5
გამოცემის თარიღი: 2009
ენა: ქართული
ISBN 978-9941-9067-6-3
ხელმისაწვდომი: არის

Qty

პირველი წიგნი თავად პოემაა, რომელიც გამოსაცემად მოამზადა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამ და ამ კომისიის მიერ მიღებულ ბოლო რედაქციას წარმოადგენს. გამოცემას თან ერთვის ლექსიკონი, რომლის საბოლოო რედაქცია ეკუთვნის გურამ კარტოზიას. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი შეიცავს 1673 სტროფს, რომელთაგან 10 კომისიამ რუსთველისეულად ჩათვალა და პირველად შეიტანა ამ გამოცემაში. წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერია გიორგი ბოხუა. ტექსტი დაიბეჭდა ჯემალ კუპრავას ორიგინალური შრიფტით.

მეორე წიგნი
გამოცემა წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ და შოთა რუსთაველის შესახებ ენციკლოპედიური მიდგომით თავმოყრილ კრებულს. ასეთი აკადემიური გამოცემა საქართველოში პირველად მომზადდა. მასში იხილავთ: ინფორმაციას თითქმის ყველა იმ პირზე, ვინც „ვეფხისტყაოსანთან“ არის დაკავშირებული, 1000-ზე მეტ საილუსტრაციო მასალას, 200-ზე მეტი ავტორის სტატიასა და ნაშრომს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვრცელ წერილს „შოთა რუსთაველი და მისი საღვთისმეტყველო შეხედულებანი“.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი – შოთა რუსთაველი და მისი საღვთისმეტყველო შეხედულებანი
ბერაბ ბერძენიშვილი- რუსთაველი და მისი ეპოქა
გიორგი არაბული- მინიშნებები ავტორის ბიოგრაფიისთვის
“ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები: მიხაი ზიჩი, ლადო გუდიაშვილი, ირაკლი თოიძე, თამარ აბაკელია, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, ნათელა იანქოშვილი, ლევან ცუცქირიძე, ლორეტა შენგელია-აბაშიძე
ქართველი და უცხოელი ავტორები ვეფხისტყაოსნის შესახებ, ლიტერატურული პარალელები, ნოდარ დუმბაძე “ვეფხისტყაოსნის” პროლოგზე, აკაკი ბაქრაძე- ავთანდილის სახე პოემაში, “ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები”, ვეფხისტყაოსნის გადამწერები, “ვეფხისტყაოსნის” პროზაული გამოცემები, მუსიკალური ნაწარმოებები, რუსთაველის პრემიის ლაურიატები.