11924933_1117821541581137_9160770131768122925_n
file_264538686
 
 

The kingt In The Panather Skin – ვეფხისტყაოსანი ინგლისურ ენაზე

58.00

გამომცემლობა: poezia press
გამოცემის წელი: 2016
ენა: ინგლისური
ყდა: მაგარი
ილუსრირებული: არის
გვერდების რაოდენობა:358
ISBN: 9789941079269
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ვეფხისტყაოსნის ახალი ინგლისური თარგმანი
,,ვეფხისტყაოსანზე” მუშაობდა პოეტი და მთარგმნელი ლინ კოფონი, რომელზე მუშაობაც 2012 წელს დაიწყო და 3 წელი მოანდომა. ბწკარები მოამზადა პროფესორმა დოდონა კიზირიამ, თარგმანზე ასევე იმუშავა პროფესორმა ნოდარ ნათაძემ, რომემაც სასარგებლო შენიშვნები და განმარტებები მისცა.
2016 წელს მიიღო “საბას” პრემია საუკეთესო თარგმანისათვის

თარგმნის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა და პროფესო ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემა. თარგმანისთვის გათვალისწინებული იყო პროფესორ ნათაძისა და პროფესორ ლევან გიგინეიშვილის შენიშვნები.
წიგნი მხატვრულად გააფორმეს მაია სუმბაძემ და ნინი ფალავანდიშვილმა, გამოყენებულია მიხაი ზიჩის ილუსტრაციები
აქამდე არსებობდა ოთხი ინგლისური თარგმანი, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თარგმანი გაკეთებულია 16-მარცვლიან შაირში და სრულად ასახავს პოემის რიტმსა და მუსიკალურობას.
ლინ კოფინის შესახებ:
ლინ კოფინი გახლავთ ამერიკელი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. მისი ლექსების კრებული ქართულ ენაზე კი ითარგმნა 2012 წელს გია ჯოხაძის მიერ
მას თარგმნილი აქვს ახმატოვა, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლი და ირანელი პოეტები
აშშ-ში 2013 წელს გამოსცა “ქართული პოეზიის ანთოლოგია”, მან ასევე თარგმნა თანამედროვე ქართველი პოეტები, გიორგი კეკელიძე, გივი ალხაზიშვილი და აშ.
2017 წელს თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება საიუბილეო გამოცემისთვის

“The Knight in the Panther Skin” is a philosophical poem focused on the quest for the meaning of life; the theories it proposes could be taken as opposing the conventional truths sanctified by centuries of the existing tradition. But philosophy always deals with the unknown. It always runs the risk of colliding with tradition, and invests a philosopher with the imperative to change or reshape the tradition it inherits…The models of relationships between lovers, friends, masters and vassals which Rustaveli provided have been emulative for Georgians throughout centuries and even at the present Rustaveli’s values form an important, albeit diminishing, aspect of Georgians’ self-consciousness. Levan Gigineishvili
Lyn Coffin’s version is a heroic and often magnificent achievement.I suspect that she herself, with further revision and perhaps wider advice, can do more work on the rhythm, the rhymes and the interpretation and produce a version that will not be superseded for a century. As it is, this version finally gives an English-speaking reader an idea of Rustaveli’s originality and greatness, and for that alone, the translation deserves an award. „ლინ კოფინის ტექსტი გმირული და ბრწყინვალე მიღწევაა. ვფიქრობ, რომ მთარგმნელს თავად შესწევს ტექსტის სამომავლო განახლების უნარი, რომ უფრო მეტი იმუშაოს რიტმზე, რითმასა და ინტერპრეტაციაზე და გამოსცეს ისეთი ნამუშევარი, რომელსაც საუკუნის განმავლობაში ვერც ერთი სხვა თარგმანი ვერ ჩაანაცვლებს. თავისთავად ცხადია, რომ ლინ კოფინის თარგმანი ინგლისურად მოლაპარაკე მკითხველს ერთხელ და სამუდამოდ უქმნის წარმოდგენას რუსთაველის ორიგინალურობასა და მნიშვნელობაზე და იგი ამისთვის ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს.“ დონალდ რეიფილდი (Donald Rayfield)-Emeritus Professor of Russian and Georgian,Queen Mary University of London.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა