9789941949739
37642809_2016443528406761_6046414427702427648_n
ვეფხი1
ვეფხი3
ვეფხი4
ვეფხიიიიიიიუ
 
 

ვეფხისტყაოსანი ავალიშვილისეული ხელნაწერი

130.00

გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ყდა: მაგარი
ენა: ქართული, ფოტოტიპური გამოცემა
ილუსტრირებული: არის
ISBN: 9789941949739

Qty

„ავალიშვილისეული” ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი” ჩვენი ერის უნიკალური, რჩეული განძია. სწორედ მის ფოტოტიპურ გამოცემას ვთავაზობთ მკითხველს.
ეს გამოცემა ეძღვნება შოთა რუსაველის 850 წლისთავს.

ეს ხელნაწერი საქართველოდან რუსეთში გადახვეწილ მამულიშვილს თან წაუღია სულიერი მხნეობისთვის და დიდ ხანს ინახებოდა მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში. მის შესახებ ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში აწვდიდა ცნობებს ილია ჭავჭავაძეს იმ დროის ცნობილი პედაგოგი და მეცნიერი ილია ოქრომჭედლიშვილი, 1922 წელს ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა. ამ ფაქტით აღტაცებული შალვა ამირანაშვილი ემიგრაციაში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილს ატყობინებდა: უკვე საქართველოშია ვეფხისტყაოსნის ის ხელნაწერი, რომლის ბედიც აწუხებდა ორ სასიქადულო ილიას. ამჟამად იგი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

ვეფხისტყაოსნის ავალიშვილისეული ნუსხის შესახებ — XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი.საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 260 ფურცელს, რომელთა ზომებია 37X24 სანტიმეტრი. გადაწერილია კალიგრაფიული მხედრულით, შავი მელნით. ყოველი ფურცლის არშია მდიდრულადაა შემკული. ტაეპების დასაწყისი სიტყვები ნაწერია ოქროთი. არშიები ზოომორფული ორნამენტებით, პეიზაჟებითა და სხვადასხვა კომპოზიციებითაა და გაფორმებული. ტექსტს ახლავს სამი სიუჟეტური მინიატიურა, რომლებიც სპარსული სამინიატიურო ხელოვნებითაა შესრულებული.

ავალიშვილისეული ვეფხისტყაოსანი დღეს ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-2074).