tamashebi
file_028044364
tp-smiti-1-vampiris-dgiurebi
 
Sale!
 

შიმშილის თამაშები და ვამპირის დღიურები

85.00 39.90

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა: ქართული
ყდა: რბილი
გამოცემის წელი: 2018
ფორმატი:13.00 X 19.50
ISBN:
9789941238093
ხელმისაწვდომი: არის

 

Qty

შიმშილის თამაშები“ (ინგლ. The Hunger Games) — ამერიკელ მწერალ სიუზენ კოლინზის რომანი. იგი არის „შიმშილის თამაშების ტრილოგიის“ პირველი წიგნი. პირველად 2008 წლის 14 სექტემბერს გამოიცა. „შიმშილის თამაშები“ 27 ენაზე ითარგმნა, გამოცემის უფლებები 39-მა ქვეყანამ შეიძინა.
2008 წელს Publishers Weekly-მ „შიმშილის თამაშები“ წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა, ნიუ-იორკ ტაიმზმა კი „2008 წლის მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნის“ ჯილდო გადასცა.

2012 წლის 3 მარტს კინოეკრანებზე გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.


შიმშილის თამაშები
ახლო მომავლის ბნელ ვერსიაში თორმეტ რაიონად დაყოფილი ქვეყნის დედაქალაქი მასშტაბურ, გამაოგნებელ სატელევიზიო რეალურ შოუს, სახელად „შიმშილის თამაშებს“ სთავაზობს მაყურებელს. შოუს მონაწილე ოცდაოთხ „შეწირულს“ – თითოეული რაიონიდან თითო ბიჭსა და გოგოს – ლატარიის პრინციპით ირჩევენ. „შიმშილის თამაშებში“, რომელსაც მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.
როდესაც 16 წლის ქეთნის ევერდინმა „შიმშილის თამაშებში“ საკუთარი დის ადგილი დაიკავა, იცოდა, რომ ამით ხელი სასიკვდილო განაჩენს მოაწერა. მაგრამ მამაც მშვილდოსანს სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში. მეთორმეტე რაიონის მკაცრ პირობებში აღზრდილი ქეთნისისთვის გადარჩენა უმთავრესი ინსტინქტია.
გვერდების რაოდენობა: 337

შიმშილის თამაშები ცეცხლის ალში
დაუჯერებელია, მაგრამ ქეთნის ევერდინი და პიტა მელარკი „შიმშილის თამაშებში“ ცოცხლები გადარჩნენ.
ქეთნისი წესით მშვიდად უნდა იყოს, თუმცა ხმა დაირხა, თითქოს კაპიტოლიუმის წინააღმდეგ ამბოხება მზადდება და მთელი ეს ამბავი სწორედ ქეთნისმა და პიტამ დაგეგმეს.
წყვილს, რომელმაც „შიმშილის თამაშებში“ გადასარჩენად შეყვარებულებად გაასაღა თავი, მთელი ქვეყანა ყურადღებით ადევნებს თვალს. კაპიტოლიუმი კი შურისძიებას აპირებს.
გვერდების რაოდენობა: 384

შიმშილის თამაშები კაჭკაჭჯაფარა
ქეთნის ევერდინი „შიმშილის თამაშებს“ ორჯერ გადაურჩა და ამით კაპიტოლიუმის უძლეველობას ჩრდილი მიაყენა. კაპიტოლიუმის წინააღმდეგ რევოლუცია ღვივდება და, როგორც ჩანს, ფრთხილად მოფიქრებულ გეგმებში გარეულა ყველა, გარდა ქეთნისისა.
მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ ბრძოლაში მთავარი როლი სწორედ მან უნდა შეასრულოს. ქეთნისი მათი კაჭკაჭჯაფარა უნდა გახდეს – ამბოხის სიმბოლო.
გვერდების რაოდენობა: 416

ვამპირის დღიურები (ინგლ. The Vampire Diaries) — მწერალ ლიზა ჯეინ სმითის რომანების სერია. ითავსებს ფენტეზის, მისტიკის, საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრებს. ეს არის ამბავი გოგონა ელენაზე, რომელიც ერთდროულად ორ ძმა-ვამპირს უყვარს.

ვამპირის დღიურები – გამოღვიძება
ფელს ჩერჩის სკოლის ყველაზე პოპულარული გოგოს, ელენა გილბერტის გულს ქალაქის ახალი მკვიდრი, იდუმალი და სიმპათიური სტეფან სალვატორე იპყრობს, თუმცა ყმაწვილი ელენას ყურადღებას არ აქცევს. გოგონა მეგობრებთან ერთად ფიცს დებს, რომ რადაც უნდა დაუჯდეს, ბიჭს ხელში ჩაიგდებს. ქალაქში კი მდგომარეობა თანდათან იძაბება: სალვატორეს უფროსი და თავზეხელაღებული ძმა, დეიმონი, სტეფანზე შურისძიებას გეგმავს.
სალვატორეების იდუმალი ოჯახი, უჩვეულო თავდასხმები, მკვლელობა ჰელოუინის წვეულებაზე, შავსამოსიანი უცნობი და უზარმაზარი ყვავი, რომელიც თვალს არ აშორებს, გოგონას მოსვენებას უკარგავს.
„ვამპირის დღიურები” ლიზა ჯეინ სმითის ფენტეზის ჟანრის რომანია, რომლის პირველი ნაწილი – „გამოღვიძება” პირველად 1991 წელს დაიბეჭდა.  2009 წელს წიგნის მიხედვით ტელესერიალის პირველი სეზონი გადაიღეს, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის გული დაიპყრო. ქართულ ენაზე წიგნი პირველად ითარგმნება.
გვერდების რაოდენობა: 213

ვამპირის დღიურები ბრძოლა
ნანატრი სიყვარულის მოპოვების მიუხედავად, ელენას ცხოვრება კვლავ ხიფათითა და დაბრკოლებებით სავსე რჩება. დეიმონ სალვატორე არ აპირებს კიდევ ერთხელ დამარცხდეს ძმასთან სასიყვარულო სამკუთხედში. ქალაქი იდუმალებით მოცულ მკვლელობებში ეჭვმიტანილად ისევ სტეფანს მიიჩნევს. ერთ დროს სკოლის ყველაზე პოპულარული გოგონა საზოგადოებისგან სულ უფრო მეტად გარიყული ხდება. ახალი მასწავლებელი, ყოფილი მეგობრების მუქარა და სიზმარეული ხილვები…
გაუმკლავდება თუ ვერა ყველაფერს ელენა? მოასწრებენ თუ არა გოგონები „დამაარსებლების დღემდე” დაიბრუნონ ელენას დაკარგული დღიური, რომელიც, შესაძლოა, სტეფანისთვის განაჩენად იქცეს? ელენას და სტეფანის სიყვარულის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება.
გვერდების რაოდენობა: 205

ვამპირის დღიურები მრისხანება
რისხვა, სიძულვილი და ტკივილი ის საერთო ნიშან-თვისებებია, რომლებიც ვამპირ ძმებს, მომხიბლავ სტეფანსა და დეიმონს ერთმანეთს ამსგავსებს.
ელენას? რა შეიძლება ითქვას მასზე? საინტერესოა, გარდაქმნის შემდეგ ელენასაც მართავს ასეთი სახასიათო შტრიხები? შეინარჩუნებს კი ის თავის შინაგან ძალასა და მშვენიერებას, თავის უანგარო სიყვარულის გრძნობას? რა შეიძლება შეიცვალოს პერსონაჟთა ურთიერთობაში?
ლ.ჯ. სმითის ფენტეზის ჟანრის ცნობილი რომანის, „ვამპირის დღიურების“ მესამე ნაწილი „მრისხანება“ ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე გაგცემთ პასუხს.
გვერდების რაოდენობა: 216

ვამპირიდ დღიურები დაბრუნება
ფელს ჩერჩში ელენა და მისი ძლევამოსილი ვამპირული ტრიო ბრუნდება. სტეფანი ელენასთვის მიცემულ პირობას ასრულებს და გადაწყვეტს, მარტო შეებრძოლოს ყველაზე ბოროტ არსებას. ძმას ერთ დროს მტრად შერაცხილი დეიმონი ეხმარება, რომელიც თავდაუზოგავად უპირისპირდება ახალ გამოწვევას და თან არც თავის შარმსა და მომხიბვლელობას კარგავს. შესაძლოა, სამეგობროში კიდევ ერთი სასიყვარულო სამკუთხედის მოწმე გავხდეთ
გვერდების რაოდენობა: 220

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა