7614208315
8627395927
4234123346
5595946139
 
 

ექვთიმე თაყაიშვილი – თხზულებანი

120.00

გამომცემლობა: არტანუჯი
გამოცემის წელი: 2017
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 440-641
ISBN: 978-9941-463-96-9
ხელმისაწვდომი: არის

Qty

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ არის გამოცემული, მეტიც – მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.
თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.
შრომების გამოცემა დაახლოებით 12 ტომადაა ჩაფიქრებული.

I ტომში შევიდა მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციების მასალები და კვლევის შედეგების დიდი ნაწილი: „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“; „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ (ანგარიშის როგორც ქართული, ისე რუსული ვერსია); „სამუსულმანო საქართველო“.
 აქედან 1917 წლის ექსპედიციის მასალები დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოცემული, 1907 წლის ექსპედიციის ანგარიში კი ორჯერვე ილუსტრაციების გარეშე დაიბეჭდა.

ახალ გამოცემას ახლავს როგორც ილუსტრაციები, ისე გაერთიანებული საძიებლები.

I ტომის რედაქტორი – ბუბა კუდავა.

II ტომში შესულია ნაშრომები: „Христианские памятники (Ахалцихский уезд, Ахалкалакский уезд; Чилдырский участок, Ардаганский участок, Ольтинский участок.  Экскурсия Е. Такайшвили 1902 г. Материалы по археологии Кавказа“  და „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი (იმერეთი, გურია, ქართლი, კახეთი), ტიფლისი, 1907“.
გამოცემას დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც ექსპედიციებისასაა გადაღებული და დღეს დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). წიგნს ასევე ახლავს ვრცელი პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.
III ტომში შევიდა „არხეოლოგიური მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“.
გამოცემას დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც ექსპედიციებისასაა გადაღებული და დღეს დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). წიგნს ასევე ახლავს ვრცელი პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.

სერიის მთავარი რედაქტორი – როინ მეტრეველი.
სარედაქციო კოლეგია – ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე.

 

IV ტომში შევიდა ნაშრომები: „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი (სამეგრელო), 1914 წ“; „არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში 1919 და 1920 წწ.“
გამოცემას დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც ექსპედიციებისასაა გადაღებული და დღეს დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). წიგნს ასევე ახლავს ვრცელი პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.

 

ერთი ტომის ღირებულება: 30.00 ლარი

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,