7614208315
IMG_1276
IMG_1277
IMG_1278
IMG_1279
8627395927
IMG_1280
IMG_1281
 
 

ექვთიმე თაყაიშვილი – თხზულებანი I-II ტომი

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ არის გამოცემული, მეტიც – მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.
თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.
შრომების გამოცემა დაახლოებით 12 ტომადაა ჩაფიქრებული.
I ტომში შევიდა მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციების მასალები და კვლევის შედეგების დიდი ნაწილი: „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“; „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ (ანგარიშის როგორც ქართული, ისე რუსული ვერსია); „სამუსულმანო საქართველო“.
აქედან 1917 წლის ექსპედიციის მასალები დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოცემული, 1907 წლის ექსპედიციის ანგარიში კი ორჯერვე ილუსტრაციების გარეშე დაიბეჭდა.
ახალ გამოცემას ახლავს როგორც ილუსტრაციები, ისე გაერთიანებული საძიებლები.
სერიის მთავარი რედაქტორი – როინ მეტრეველი.
I ტომის რედაქტორი – ბუბა კუდავა.

სარედაქციო კოლეგია – ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, გოჩა საითიძე.

II ტომში შესულია ნაშრომები: „Христианские памятники (Ахалцихский уезд, Ахалкалакский уезд; Чилдырский участок, Ардаганский участок, Ольтинский участок.  Экскурсия Е. Такайшвили 1902 г. Материалы по археологии Кавказа“  და „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი (იმერეთი, გურია, ქართლი, კახეთი), ტიფლისი, 1907“.

 

გამოცემას დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც ექსპედიციებისასაა გადაღებული და დღეს დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). წიგნს ასევე ახლავს ვრცელი პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,