shop_product_image_1677
file_328896818
file_328896818
 
Sale!
 

ეს არის საქართველო

108.00 99.00

გამომცემლობა: მერიდიანი
ავტორი: გეგეჭკორი არნოლდ
გვერდები: 544
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართულ-ინგლისური
გამოშვების წელი: 2015
ფორმატი: 21.5X30.5
ISBN: 9789941109829

ხელმისაწვდომი:  არის

Qty

“ეს არის საქართველო” – წიგნი ულამაზესი ფოტებით

ეს არის, ორენოვანი წიგნი საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციციებზე, ქართულ ღვინოზე, საწრმუნოებაზე, სიმღერაზე, ცეკვაზე და ყველაფერ იმაზე, რაც საამაყო და ღირებულია ჩვენთვის.
წიგნში შესულია ჩვენი ქვეყნის უძველესი საგანმანათლებლო კერები, მოკლე და საინტერესო ინფორმაცია ქართულ საგალობელზე, ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, ფუტკარზე, საკრარულ ტრადიციებზე, საქართველოს ველურ ბუნებაზე, ხალხურ თამაშებზე, კინოზე, ფლორა და ფაუნაზე, აქრეოლოგიურ აღმოჩენებზე, საქართველოში განვითარებულ დარგებზე, ლიტერატურაზე, უნიკალურ არქიტექტურაზე, ქართულ ყველზე, კულინარიაზე,  გამოჩენილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებზე.
ყველა თავი გაფორმებულია ულამაზესი, მეტყველი ფოტოსურათებით,  ფოტომასალას ასევე თან ერთვის ლექსები საქართველოზე. ლექსები, რომლებიც სახელოვანმა პოეტებმა საქართველოს კუთხეებს და ღირშესანიშნაობებს მიუღძღვნეს (ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ლადო ასათიანი, მიხა ხელაშვილი, გიორგი ლეონიძე და სხვა)წიგნი დაყოფილია საქართველოს კუთხეების მიხედვით და სიმბოლურად იწყება აფხაზეთით, მოიცავს ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა კუთხეს.
ორენოვანი ტექსტი, დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფია ამ წიგნს საუკეთესო საჩუქრად აქცევს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველისათვის.
ეს არის წიგნი, რომელიც საშუალებას მოგცემთ განსხვავებული კუთხით დაინახოთ ჩვენი ქვეყანა, აღმოაჩინოთ და გაიგოთ უფრო მეტი, შეაყვაროთ საქართველო უცხოელ სტუმრებს და დაგეგმოთ მოგზაურობა ჯერ კიდევ შეუცნობელ ადგილებში.
წიგნის ავტორია არნოლდ გეგეჭკორი, რომელიც მოღვაწეობს თსუ-ში და არის სრული ასოცირებული პროფესორი, ბიომრავალფეროვნების მიმართულებით, ასეცე იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, არის საქართველოს სახელწმიფო პრემიის ლაურიატი, დაჯილდივებულია ღირსების ორდენით, “ბუნების დამცველის” ოქროს მედლით და 32 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემათა ციკლი-“ბუნების კარი”