18056892_859218690883307_4873357553644098796_n
18010712_859218767549966_3215559376988144945_n
 
 

ენა-მამული-სარწმუნოება

42.00

გამომცემლობა: გამომცემლობა ქართული
წელი: 2017
რედაქატორი: ანასტასია ინასარიძე

დიზაინერი: ელენე ჩაჩუა
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 125
ენა: ქართული
წონა: 1.400 კგ

ISBN: 978-9941-0-96969 
ISBN: 978-9941-0-98116
ISBN: 978-9941-0-99038
ხელმისაწვდომი: არის

 

Qty

ენა მამული სარწმუნოება სიახლე და საუკეთესო საჩუქარია ქართველი პატარებისათვის, სამ ტომეულის პირველ ნაწილში, ქართული ანბანი გაფორმებულია ქართველი პოეტებისა და ხალხური ლექსებით. აგრეთვე ანდაზებით და ენის გასატეხებით, მეორე წიგნში პატარები დაწვრილებით გაიცნობენ მშობლიური ქვეყნის კუთხეებსა და ადათ-წესებს, ღირსშესანიშნაობებს და ა.შ. მესამე ნაწილი მოგვითხრობს საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის შესახებ, ბავშვები გაეცნობიან დედა ეკლესია-მონასტრებსა და ქართველი წმინდანების ცხოვრებას. სამივე წიგნი თავსდება ილუსტრირებულ კოლოფში, რომელიც  საჩუქრად გადაეცემა ყველა მყიდველს.

წიგნი აწყობილია მხოლოდ ქართული ორნამენტებით. გამოყენებულია ქართველი მწერლებისა და პოეტების ლექსები და გამონათქვამები.

პირველ წიგნში შესულია: ქართული დამწერლობა, ანბანი, ლექსები, სულხან-საბა ორბელიანი, დიდი იაკობი, ენის გასატეხები, ნოდარ დუმბაძე, ქართული ანდაზები, შოთა რუსთაველი, ხალხური ლექსები, ასოხატულა კუნძულები, ილია ჭავჭავაძე, ანბანთქება.

მეორე წიგნი უკეთ გააცნობს პატარებს საკუთარ ქვეყანას, კუთხეებს, ღირსეშანიშნაობებს, მოკლე ისტორიას, ტრადიციებსა თუ წეს-ჩვეულებებს. ქართველი პოეტებისა და მწერლების სამშობლოსთვის მიძღვნილ ლექსებს და გამონათქვამებს.
მეორე წიგნში შესულია:
ჩემი ხატია სამშობლო, საქართველოს რესპუბლიკა, საქართველოო ლამაზო, თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი, გურია, აჭარა, რაჭა, ლეჩხუმი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი.

სამტომეულის მესამე წიგნი პატარებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ, რას ნიშნავს მართლმადიდებლიბა ჩვენი ერისათვის; რის ფასად ინარჩუნებდნენ მამა-პაპანი სარწმუნოებას; როგორ აგებდნენ დიდებულ ტაძრებს, გაეცნონ სახელოვან წინაპრებს, რომლებიც დედაეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ასევე იმ ეკლესია მონასტრებს, რომლებიც ქართული მემკვიდრეობის ძირითად საუნჯეს წარმოადგენს .
მესამე წიგნში შესულია: თორმეტი საუფლო დღესასწაული, რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა, წმინდათა ცხოვრება, ჟღერს ქვის ჰარმონია, ამინარიდეი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან, მრწამსი, ათი მცნება.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ენა-მამული-სარწმუნოება”