hghjk
ertyujkl;
1604684_605815986179435_1281857272_n
 
 

დონ კიხოტი

30.00

გამომცემლობა: ქართული
ყდა: რბილი
ხელმისაწვდომი: არის

Qty

დონ კიხოტი სასაჩუქრე ყუთით სამ ტომად
, სრული სახელია „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“ — ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის რომანი. მიეკუთვნება ესპანური ლიტერატურის „ოქროს ხანას“. თავდაპირველად გამოიცა ორ წიგნად 1605 და 1615 წლებში. ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად. . თავდაპირველად, რომანი ჩაფიქრებული იყო, როგორც პაროდია შუა საუკუნეების სარაინდო რომანებზე, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოებში აისახა სერვანტესის პერიოდის ესპანეთის სრული სურათი, ყველა დადებითი, თუ უარყოფითი მხარით. დიდი ადგილი უჭირავს ასევე ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო სიბრძნეს, რომელიც კონკრეტული ქვეყნით და საუკუნით ვერ შემოიფარგლება. „დონ კიხოტის“ ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მასში მსუბუქი იუმორისტული და ხშირად სატირული ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები ცხოვრების შესახებ.
“მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი” არა მხოლოდ სერვანტესის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია. “დონ კიხოტით” სერვანტესმა სარაინდო რომანების სისულელეთა გამასხარავება მოინდომა, თუმცა კი ისე წარმოადგინა 650–ზე მეტი პერსონაჟი, რომ მათი გაცნობით მილიონობით მკითხველი იმდროინდელი ესპანეთის ცხოვრების თანაზიარი გახადა. იმ გმირთა შორის უმთავრესნი არიან რაინდი და მისი საჭურველთმტვირთველი. პირველი გაღარიბებული იდალგოა, მეორე – არანაკლებ ღატაკი გლეხი. დონ კიხოტი და სანჩო პანსა უკვე საუკუნეებია, ჰუმანურობითა და ხალხური სიბრძნით ხიბლაენ სხვადასხვა ასაკისა და მსოფლმხედველობის მკითხველს. ალბათ ამიტომაც დონ კიხოტს პოეზიას ადარებენ, სანცო პანსას – ცხოვრებისეულ პროზას.