დიუნი

20.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: ჰერბერტი ფრენკ
გვერდები: 788
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2016
თარგმანი: ნინო ბარძიმიშვილი
ფორმატი: 14.5X21.5
სერია: ფანტასტიკური ბიბლიოთეკა
ISBN: 9789941467240
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ესაა წიგნი პოლ მუად დიბზე, ცოცხალ წმინდანზე, ვინც მართავს ეტლს, რომელშიც რელიგია და პოლიტიკა ერთად სხედან; ბიჭზე, ვინც კაცივით ლაპარაკობს, რომელმაც უდაბნოში იმოგზაურა და წყლები იხილა, მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება. ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი. ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავლის კვალდაკვალ.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები, რომელმაც ამერიკელ მწერალს, სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეულ ავტორს, ფრენკ ჰერბერტს, „ნებულას“ ჯილდო მოუტანა და ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო; რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკის პანთეონში ღირსეული ადგილი უკავია. გამოირჩევა გაყიდვის რეკორდული მაჩვენებლითაც. ფრენკ ჰერბერტის მაგნუმ ოპუსად მიჩნეულ ნაწარმოებს საუკეთესოდ სიტყვა “საკულტო” ეხმიანება. მკითხველს  წინ ელოდება სანელებლებივით სურნელოვანი და მწველი უდაბნოსავით უკიდეგანო სიუჟეტი – ისტორია მონარქიული არისტოკრატული იმპერიის, რელიგიის, ტექნოლოგიის, ეკოლოგიის, უდაბნოსათვის დამახასიათებელი ულმობლობის, პოლიტიკისა და უაღრესად საინტერესო პერსონაჟების შესახებ. წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ.

არ არსებობს შეფასება, რომელიც ფრენკ ჰერბერტის „დიუნისთვის“ გადაჭარბებული იქნებოდა. წიგნს, რომელმაც ავტორს „ნებულას“ ჯილდო მოუტანა და ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო, სამეცნიერო ფანტასტიკის პანთეონში ღირსეული ადგილი უკავია. „დიუნი“ არა მხოლოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია, არამედ გაყიდვის რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩევა.

საკულტო – სწორედ ეს სიტყვა ეხამება საუკეთესოდ ფრენკ ჰერბერტის მაგნუმ ოპუსად მიჩნეულ ნაწარმოებს.

მკითხველს წინ წარმოუდგენელი და სრულიად ფანტასტიკური ისტორია ელოდება, რომელიც სანელებლებივით სურნელოვანი და მწველი უდაბნოსავით უკიდეგანოა.

კატეგორიები: ,