დინამიური საუბრის ხელოვნება

20.00

გამომცემლობა: წიგნი + ერი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 215
გამოცემის წელი: 2016
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ISBN: 9478954785454
ხელმისაწვდომი: არის

Qty

დინამიური საუბრის ხელოვნება“ გასწავლით
სწორი შეკითხვების დასმას
თანამოსაუბრის მოტივების ამოცნობას და მასზე უზუსტეს რეაგირებას.
დებატების გააზრებული წარმოება საქმესაც წაადგება და ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტსაც გაგიფართოვებთ.

ჰარტვიგ ეკერტი და ანდრეას კამბახი ცოცხალი სიტუაციების მაგალითზე განმარტავენ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ამგვარი დინამიკური საუბარი, როგორ ავიცილოთ თავიდან შეხლა-შემოხლა და გაუგებრობა, მოსაუბრის ნათქვამიდან ქვეტექსტი როგორ ამოიკითხოთ.
წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ, ვისაც სურს საუბრის ხელოვნებაში გაიწაფოს.

რეცენზენტი – ნინო შანავა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი

რთულია იმის თქმა, ისტორიულად როდის უფრო მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკების ხელოვნების დაუფლება და დინამიური საუბრის წარმართვისთვის მნიშვნელოვანი უნარების ქონა, რადგან ეს ის უნარებია, რომლებიც რეალიზდება სულ მცირე ორ ადამიანს და განსაკუთრებით მსხვილ კომპანიებსა და მათ მესვეურებს შორის. ნაშრომის აქტუალობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფართოდ დაგვანახვებს პრობლემებს და მათი მოგვარების ხერხებს.
და რადგანაც ადამიანური სისუსტეები მუდმივი თანმდევია ყოფითი ცხოვრების, ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, საკითხისადმი დიპლომატიური დამოკიდებულების ქონა, საბოლოო მიზნამდე მინიმალური დანაკარგით და მაქსიმალური სარგებლის მიღებით მისვლა და თანაც, როცა იზრდება მოთხოვნილებები, საშუალებები და ადამიანთათვის იდეაფიქსად იქცა საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება, გვჭირდება სახელმძღვანელო, რომელიც გარე დამკვირვებლის სახით წარმოგვიჩენს ჩვენს ნაკლოვანებებს ვერბალურ კომონიკაციაში.
რთულია მსგავს სიტუაციებში დათმობაზე წასვლა. ამასთან, ხშირად დათმობა ასოცირდება ჩაგრულობასთან, დანაკარგთან, მაშინ, როცა მცირე ლავირებით და გარკვეულწილად აპათიის გამოხატვით შეიძლება უფრო მეტის სარგებლის მიღება. ამის გააზრებას ცხოვრებისეული გამოცდილება და ინტელექტუალური შრომა სჭირდება, მაგრამ მათი არარსებობის შემთხვევაშიც, აღნიშნულ წიგნში ავტორები დეტალურად აანალიზებენ და გვთავაზობენ მარტივ, მნიშვნელოვან გზებს და ხერხებს თუ როგორ წარვმართოთ საუბარი დინამიურად ოჯახში, მეგობრებთან, სასიყვარულო ურთიერთობაში, თანამშრომლებთან, ბიზნეს მოლაპარაკების ეტაპზე, სუბორდინაციული ხასიათის ურთიერთობებში, მოკლედ, ნაცნობებთან თუ უცნობებთან.
კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმისთვის ერთი და იმავე წესების გამოყენებით კომუნიკაციის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ვკარგავთ. არის წესები, რომლებსაც ჩვენდა უნებურად, გაუთვიცნობიერებლად მივყვებით. მაგალითად, თოქ-შოუს სასაუბრო ფორმა იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ იქ საგანგებოდ ირჩევენ ისეთ თანამოსაუბრეებს, რომლებსაც მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია უკავიათ. ამგვარი დისკუსიის მსვლელობისას ალოგიკურია მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ოპოზიციის საყვედურს შემდეგნაირად უპასუხოს: „ეს მართლაც საინტერესო თვალსაზრისია, ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია. გთხოვთ, დაწვრილებით განმიმარტოთ ყველაფერი“. ასეთ დროს, ყოველი მონაწილის მიზანია, ერთი მხრივ მსმენელს შთააგონოს, რომ თვითონ არის მართალი, თანამოსაუბრე კი ცდება და მეორე მხრივ, „პიარის“ მიზნით, ილაპარაკოს დაუსრულებლად.
ყურადღება მახვილდება იმ ფაქტზე, რომ მოლაპარაკებებზე გამოცდილ ბიზნესმენებს, მრჩეველებს, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებსაც კი უჭირთ დისკუსიის ფორმების ერთურთისგან გამიჯვნა და მეტწილად საკუთარი წინასწარი განწყობით ხელმძღვანელობენ. ეს არც არის გასაკვირი. როცა მუდმივად კამათს, თავისმართლებას და თავდაცვას ვართ მიჩვეულნი, ამ ყოველივეზე ხელის აღება ძნელია. რთულია გაუძლო ცდუნებას და საკუთარი ძალის, სიმართლის დამტკიცებას არ შეეცადო. ამას საბოლოოდ სტაგნაცია მოჰყვება.
დინამიური მოლაპარაკების შესაფერისი სტრატეგიებია: პერსპექტივის შეცვლა, შესაძლებლობათა არჩევანის გაფართოება, შეკითხვები და მოპოვებული ტერიტორიის ათვისება.
მსურს ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ სიტუაციურ მაგალითზე.
ხნიერმა ქალბატონმა დაიჩივლა: გზის მიმდებარე ნაკვეთიდან ხის ტოტი ისე იყო გადმოწეული, რომ მისი როლატორი ბორდიურს მიეჯახა და წაიქცა. უწყების მოხელემ, რომელიც ასეთ საკითხზე აგებს პასუხს, ნაკვეთის მეპატრონეს ოფიციალური წერილით მიმართა და დაუყოვნებლივ სთხოვა ტოტის მოჭრა. მოქალაქემ რეაგირება არ მოახდინა. ვადის გასვლის შემდეგ მას ჯარიმის ქვითარი მიუტანეს. კვლავ არაფერი. მოხელე მას სერიოზული სასჯელით დაემუქრა, რის შემდეგადაც ეს პირი თავად გამოცხადდა მოხელესთან.
მათი საუბრისას იკვეთება ისეთი ანტაგონისტური ფრაზები, რომლებიც ამ ორ პირს აქცევს არა თანამოსაუბრეებად არამედ, მტრებად. მაგალითად, მოქალაქე საყვედურობს მოხელეს, თავად თუ იყო ადგილზე მისული სიტუაციის სანახავად რაზეც მოხელე პასუხობს, რომ ამის დრო სულაც არ აქვს, უფრო მეტიც, არც თვითონ გამოცხადებულა მასთან დანიშნულ დროს და ორივენი დროის უქონლობაზე კამათობენ. შემდეგ მოქალაქე აღნიშნავს, რომ ჯარიმის დიდი ოდენობის გადახდის ნაცვლად ურჩევნია ადვოკატი დაიქირავოს. მისი ამ სიტყვების მიღმა იკითხება იმპლიციტური აღიარება, რომ მზად არის ჯარიმის გადასახდელად, მაგრამ არა- ამხელა ოდენობის ჯარიმის. აქ ის პირველად აღიარებს, რომ რაღაც ბრალი მიუძღვის. თანაც ამ სიტყვებით ის თავის თავდაპირველ სიტყვებს ეწინააღმდეგება, როცა თქვა, რომ არაფერი დაუშავებია და არც ჯარიმას გადაიხდის. მოხელე იმით აშინებს, რომ შეეძლო ბრძანება გაეცა და ტოტი დაუყოვნებლივ მოეჭრათ მისივე ხარჯებით და ამატებს, რომ ის პირველი არ იქნება ვისაც თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მათგანი საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის იბრძვის და არა საკითხის გადაწყვეტისკენ.
მათ ამ რთულ სიტუაციაში უნდა დაესვათ შეკითხვა თუ რა შეიძლება გაკეთდეს საიმისოდ, რომ მომავალში ასეთი უბედური შემთხვევა აღარ განმეორდეს, ამგვარი დამოკიდებულების ქონა კრეატიულ აზროვნებას უწყობს ხელს და ორიენტირებულია არა სანქციებზე არამედ, საკითხის გადაწყვეტაზე.
აქვე ვითარდება საპირისპირო სიტუაცია/დიალოგი, თუ როგორ აჯობებდა საუბრის წარმართვა.
ავტორები დიდ ადგილს უთმობენ სახელმძღვანელოში შეკითხვების დასმის ტექნიკის გამოყენების საკითხს, რომელიც არა მხოლოდ წარმატებული მოლაპარაკების საწინდარია არამედ, პიროვნული განვითარების წინაპირობაც. ასე თანამოსაუბრე მაღალ რანგში აგვყავს და მის მოტივებსაც ამოვიცნობთ. შემთხვევეით არ მიხსნებელია სახელმძღვანელო, ეს წიგნი მართლაც, რომ სახელმძღვანელოდ შეიძლება იქცეს განსხვავებული პროფესიის, საქმინაობის, ასაკისა და სქესის ადამიანებისთვის.

 

კატეგორიები: ,