e90862c52ba561ad25b18fd73d03b9e9
file_551439309
file_400800078
file_995911094
file_512453543
file_382872463
20729158_797523060426745_5410685841808746802_n
 
 

დიდი წიგნი ბიზნესზე

50.00

გამომცემლობა: პალიტრა l
ყდა: მაგარი
მთარგმნელი: ანა აფციაური
ენა: ქართული
ილუსტრირებული: არის
რედაქტორი: ლია შავრეშიანი
გვერდების რაოდენობა: 352
ფორმატი: 20.1X24
წელი: 2017
სერია: ლურჯი ოკეანე
კატეგორია: ბიზნესლიტერატურა
საავტრო გამოცემა: DK
რეგულარული ფასი: 50.00 ლ
წონა: 1.100 კგ
ხელმისაწვდომი: არის
ISBN : 9789941244803

Qty

წიგნი მკითხველს სხვადასხვა საკითხის შესახებ გენიალურ ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებს და ბიზნესსაქმიანობის სწორად წარმართვის წესებს გააცნობს.

იმ დროიდან, როცა უძველეს ცივილიზაციებში საქონლისა და მომსახურების გაცვლა დაიწყო, ადამიანები უკვე ფიქრობდნენ ბიზნესზე. ძველმა ეგვიპტელებმა, მაიას ტომმა, ბერძნებმა და რომაელებმა, ყველამ, იცოდნენ, რომ ვაჭრობის მექანიზმის საშუალებით სიმდიდრის შექმნა ძალაუფლების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო და იმ საძირკველს ქმნიდა, რომელზეც ცივილიზაციები აყვავდებოდნენ. შესაძლოა, დღევანდელი კომპანიები სხვა ტექნიკებს იყენებენ, მაგრამ ათასწლეულების განმავლობაში ბიზნესის არსი მცირედით თუ შეიცვალა.

თანამედროვე ბიზნესბაზარი განსაკუთრებით მკაცრია და ბევრ კომპანიას წარმატების მიღწევა უჭირს. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია ის იდეები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ბიზნესგურუები ბიზნესისა და კომერციის სამყაროს შექმნისა და გაუმჯობესებისთვის გვთავაზობენ და რომლებიც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაშია ჩამოყალიბებული.

გამომცემლობა DK-ს „დიდი წიგნი ბიზნესზე“ მხოლოდ ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის არაა განკუთვნილი. ის თანაბრად საინტერესო და გამოსადეგია ახალგაზრდა სტარატაპერისთვის, რომელიც ბიზნესს იწყებს, დიდი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს და მომხმარებლისთვის, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები ინტერესებს. ნებისმიერი კატეგორიის მკითხველი იპოვნის წიგნში შთაგონების წყაროს.

სახელმძღვანელო მკითხველს დაეხმარება მომგებიანი ნიშის მოპოვებასა და გაჯერებული ბაზრის პირობებშიც კი გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში. წიგნი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ვრცელი ნაწილი ეთმობა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას: მარკეტინგის მენეჯმენტს, ფინანანსურ და სტრატეგიულ ოპერაციებს, ბიზნესტაქტიკებსა და რისკების მართვას. განხილულია, თუ როგორ ხდება კონკურენტების სწორი შესწავლა, უპირატესობის მოპოვება, სტარტაპებისა და დიდი ბიზნესების მენეჯმენტი, წარმოება, საქონლის მიწოდება, ეფექტიანი ლიდერობა და გუნდის მოტივირება.

განსაკუთრებული უპირატესობა კი ისაა, რომ ის ყველასთვის გასაგები ენითაა დაწერილი და ნაბიჯ-ნაბიჯ, დიაგრამებით ხსნის თეორიას. აქვეა მოცემული მახვლიგონივრული ილუსტრაციები, რომლებიც მკითხველს გენიალურ ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას გააცნობს.

წიგნმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა და მრავალი ბიზნესმენის სამაგიდო წიგნად იქცა.

არა აქვს მნიშვნელობა, მეწარმე ხარ, რომელიც ბიზნესს ახლა იწყებს, თუ აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს, თუ მომხმარებელი, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს, ამ წიგნში შთაგონებისთვის ბევრ რამეს იპოვი.გასაგები ენით დაწერილი `წიგნი ბიზნესის შესახებ~ ნაბიჯ-ნაბიჯ, დიაგრამებით, რომლებიც თეორიებს აგიხსნით, და მახვილგონივრული ილუსტრაციებით, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ჩვენს წარმოდგენებს შეცვლის, გენიალურ ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას გაგაცნობთ. როგორ შეგიძლია წარმატებული ბრენდის შექმნა? რა ახასიათებს დიად ბიზნესლიდერს? რატომ განიცდის ზოგიერთი კომპანია მარცხს მაშინ, როდესაც სხვა წარმატებას აღწევს? კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბიზნესგურუებმა ბიზნესისა და კომერციის სამყაროს ჩამომყალიბებელი და გამაუმჯობესებელი იდეები და გადაწყვეტილებები შემოგვთავაზეს.

იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სწრაფად უნდა გაიზარდო, დამფუძნებლის უნარ-ჩვევებსა და სურვილებს შორის ბალანსის საკითხია. მაგრამ იმისთვის, რომ გადარჩე, შენი იდეა იმდენად გამორჩეული უნდა იყოს, საკუთარი ნიშა თავადვე გამოკვეთოს, კომპანიის მმართველებმა, თანამშრომლებმა და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა კი თავად გამოავლინონ მეწარმის სულისკვეთება. მათ მოქნილობა სჭირდებათ იდეისა და საკუთარი თავის ადაპტირებისთვის მაშინ, როდესაც ბიზნესი და ბაზარი მოთხოვნაზეა აქცენტირებული. იღბალი თავის როლს ითამაშებს, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ამ ფაქტორების ბალანსი განსაზღვრავს, იქცევა თუ არა მცირე სტარტაპი გიგანტად.

დაიწყე მცირედით, იაზროვნე მასშტაბურად-ბიზნესის დაწყება გაფართოვება
ცეცხლის გაჩაღება – ლიდერობა და ადამიანური რესურსები
აამუშავე ფული – ფინანსების მართვა
მიზანმიმართულად მუშაობა- სტრატეგია და ოპერაციები
წარმატებული გაყიდვები- მარკეტინგის მართვა
საქონლის მიწოდენა- წარმოება და წარმოების შემდგომი ოპერაციები

წიგნში ასევე შესულია: ცნობარი, განმარტებითი ლექსიკონი, საძიებელი, ფოტომასალა.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “დიდი წიგნი ბიზნესზე”