დიდი იმედები

24.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: ჩარლზ დიკენსი
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა:
ფორმატი: 
ISBN:
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ჩარლს დიკენსი / Charles Dickens 1812 წლის 7 თებერვალს სამხრეთ ინგლისის ცნობილი პორტის, პორტსმუტის მახლობლად, პატარა ქალაქ ლენდპორტში დაიბადა. მამამისი, ჯონი, მდიდარი მოხელე იყო. ის ყოფილი ოდნავ დაუდევარი, მაგრამ მხიარული და კეთილი კაცი, რომელსაც უყვარდა კარგი ცხოვრება, სიმყუდროვე და კომფორტი, რასაც ასე უფრთხილდებოდა ძველი ინგლისის ნებისმიერი შეძლებული ოჯახი. შვილებს, განსაკუთრებით კი თავის რჩეულს, ჩარლის, ბატონის დიკენსი განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა. 

”დიდი იმედები” ჩარლზ დიკენსის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ნაწარმოებია. აქ თხრობაპირველ პირში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი, ობოლი ჰიპი გვიყვება საკუთარ ამბავს — თუ როგორცხოვრობდა ერთ მყუდრო სოფელში დასთან და სიძესთან ერთად, ვიდრე მის ცხოვრებაში უცნაური ადამიანებიგამოჩნდებოდნენ, რათა მისთვის გული გაებზარათ, იმედები ჩაესახათ, ერთგულება ეჩვენებინათ ანდა უმადურადექციათ.

დასაწყისშივე მკითხველის თვალწინ მოღუშული პეიზაჟი იშლება — ჭაობები, სასაფლაო და ციხიდან გამოქცეულიპატიმარი, რომელიც პატარა ჰიპს გზად გადაეღობა.

პიპი ძალზე ემოციურად, სევდიანად და ირონიულად აღწერს მთელ ამბავს. ნაწარმოებში შევხვდებით ტრაგიკომიკურ სცენებსაც. კრიმინალურ დრამასაც. გოტიკურ პასაჟებსაც. სასიყვარულო ისტორიებსაც. იდეით შეპყრობილობასაც და სინდისის ქენჯნასაც. „დიდი იმედები“ ლიტერატურული ჟანრების, ანტაგონისტური პერსონაჟებისა და ემოციების ნამდვილი თაიგულია.

“დიდმა იმედებმა” არაერთი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო — მის მიხედვით გადაიღეს მრავალი ფილმი და დადგესსპექტაკლები სხვადასხვა ენაზე.“

წიგნის პირველივე გვერდიდან  კითხვისას უცნაური ღრმა მოწყენილი გრძნობა გიჩნდება. ხვდები რომ წიგნის მომენტები ნაღვლიანი და სევდიანი იქნება.

ბავშვობაში ჩვენზე გავლენას საზოგადოება ახდენს, თუმცა შესაძლოა მხოლოდ ერთმა ინდივიდმა და მისმა მაგალითმა ჩამოგვაყალიბოს განსხვავებულ ადამიანად, განსხვავებული ხასიათით და ბუნებით.

ცხოვრებაში რთულია მრავალი გზა გაიარო, თუნდაც ეს გულით გინდოდეს. წიგნი კი საშუალებაა ცხოვრების სხვადასხვა გზით გატაროს, და იმ მომენტში როცა ეს საჭირო იქნება დაგანახოს შენი ჭეშმარიტი გზა.

ეს წიგნი სავსეა სიკეთით და სიყვარულით, არამარტო ქმედებებით, არამედ მშვენიერი და ტკბილი სიტყვებითაა გადმოცემული.

კატეგორიები: , ,