გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი

9.90

გამომცემლობა: დიოგენე
ავტორი: ფამუქი ორჰან
გვერდები: 174
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2013
თარგმანი: ია ბერსენაძე
ფორმატი: 13.5×19.5
ISBN: 9789941114243
ხელმისაწვდომი: არის
Qty

”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი” ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს:
”მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა – რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი… როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები? ჩემი გამოცდილება რომანის მწერლისა და რომანის მკითხველისა გადაჯაჭვულია. რომანის შესწავლის საუკეთესო გზა დიდი რომანების წაკითხვა და მათი შთაგონებით რაიმე მსგავსის დაწერაა. ვფიქრობ, ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა: ”სანამ ხელოვნებაზე საუბარს დაიწყებთ, სცადეთ ხელოვნების ნიმუშის შექმნა.”

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: , ,