main
IMG_1222
IMG_1223
IMG_1225
IMG_1226
IMG_1227
IMG_1228
IMG_1233
 
 

სახალისო გაკვეთილები

56.00 40.00

გამომცემლობა: ქართული
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: მაგარი (სახალისო გაკვეთილები)
გვერდების რაოდენობა: სახალისო გაკვეთილები -100, გონიერი – 30.
ISBN:
ხელმისაწვდომი: არის

Qty

სახალისო-გასართობი ჟურნალი ”გონიერი” ქართულ საგამომცემლო სივრცეში 2019 წლის სექტემბერში გამოჩნდა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. პატარები ჟურნალს იყენებენ ერთგვარ დღიურად, ხსნიან თავსატეხებს, ხატავენ და აფერადებენ მასში, სხვადასხვა თამაშების საშუალებით ეცნობიან ცხოველთა სამყაროს, სწავლობენ ფერებს და ა.შ. ჟურნალი ”გონიერი” ეხმარება პატარებს შეიძინონ მათთვის საჭირო ახალ უნარები.
კომპლექტში შესულია ჟურნალის ოთხი ნომერი 
სერია ” სახალისო გაკვეთილები” აერთიანებს შემდეგ გამოცემებს: ქართული ანბანი და ხალხური ლექსები, სახალისო მათემატიკა, მხიარული გეოგრაფია, ჩემი პირველი ლექსიკონი. (ინგლისური ენა)
ქართული ანბანი და ხალხური ლექსები შესულია შემდეგი თავსატეხები: ჩასვი გამოტოვებული ასო, პატარებმა ილუსტრაციაზე უნდა იპოვონ ცხოველები და ფრინველები, რომელთა სახელები იწყება ასობგერა “ა”-ზე, უნდა მოიფიქრონ სიტყვები ასო ბგერა “ბ”-ზე და დაწერონ ფერად ფურცლებზე, წიგნში წარმოდგენილია ილუსტრაციები, რომელიც ასახავს რომელიმე ცხოველს, მცენარესა თუ ფრინველს. პატარებს შეუძლიათ  დააკავშირონ ხაზები, შეავსონ კროსვორდები, ისწავლონ სასვენი ნიშნები და ოჯახის წევრების მეშვეობით დასვან საჭირო ადგილას. ისწავლონ ბრუნვა და ქართული ხალხური ლექსები.
სახალისო მათემატიკაში კი პატარები ისწავლიან რიცხვებს, მიმატებას, გამოკლებას, გამოთვლას, დათვლას, ამოხნან თავსატეხები, გაიგონ რომელია მეტი, რომელი ნაკლები, შეაერთონ რიცხვები და სხვა.
მხიარული გეოგრაფიის დახმარებით პატარები გაიგებენ საინტერესო ფაქტებს დედამიწის შესახებ, ისწავლიან მზის სისტემას, პოლუსებს, ეკვატორს, წელიწადის დროებს, გაოგებენ საინტერესო ფაქტებს ამინდზე, მდინარებზე, ტბებზე, ოკიანეებზე, მზვერვალებზე, მთებზე, მკვლევარებზე. იწავლიან კონტინენტებს და გაიგებენ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა ქვეყნებზე.
პირველი ლექსიკონის დახმარებით კი შეისწავლიან ინგლისურ ანბანს, შეისწავლიან სიტყვებს, წელიწადის დროებს, ადამიანის სხეულის ნაწილების აღმნიშვნელ სიტყვებს და სხვა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა