IMG_2007
20170224_151413
 
Sale!
 

გოდერძი ჩოხელი – მიხეილ ჯავახიშვილი

60.00 50.00

გამომცემლობა: ბაკმი
ავტორი: გოდერძი ჩოხელი, მიხეილ ჯავახიშვილი
საგამომცემლო პროექტი: “ქართული პროზის შედევრები”
იდეისა და პროექტის ავტორები: ბონდო მაცაბერიძე, რუსუდან მოსიძე
მხტვარი: დავით აფციაური
გამოცემის წელი: 2017 (მესამე გამოცემა)
რედაქტორი: რუსუდან მოსიძე

ყდა: მაგარი / დამცავი შემოსაკრავი
ენა: ქართული
ფორმატი: 15.5X23.0

ხელმისაწვდომი: არის
ISBN: 978-9941-426-86-5

Qty

გოდერძი ჩოხელი


წიგნში შესულია გოდერძი ჩოხელის ოთხი რომანი: ,,ადამიანთა სევდა” ,,სულეთის კიდობანი” ..წითელი მგელი” ,,მღვდლის ცოდვა” აგრეთვე ის რჩეული მოთხრობები, რომელთა ერთ წიგნად გამოცემას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ოცნებობდა ავტორი.

ფორმატი: 15.5X23.0
გვერდების რაოდენობა: 768
ყდა: მაგარი, სუპერით
გამოცემის თარიღი: 2017
ISBN: 978-9941-426-11-7

 

მიხეილ ჯავახიშვილი

წიგნში შესულია მიხეილ ჯავახიშვილის სამი რომანი: კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყოს ხიზნები, თეთრი საყელო.

ჯაყოს ხიზნები — მიხეილ ჯავახიშვილის რომანი. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“ (1924 წ. № 7–8 და 1925 წ. № 1). იგი მწერლის სიცოცხლეშივე ცალკე წიგნად ორჯერ გამოიცა: 1925 და 1926 წლებში. რომანი დაბეჭდილია თხზულბათა კრებულის მესამე ტომში (1934 წელს) 1957 წელს კი ეს რომანი სახელმწიფო გამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა. რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.”ჯაყოს ხიზნებში” აღწერილი ამბები მეტად რთული ისტორიული პერიოდის ფონზეა გაშლილი და გაშუქებული. ეს ეპოქა, XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლო და 20-იანი წლების დასაწყისი, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენებითაა აღსავსე. საკუთრივ საქართველო ელოდა თავისუფლებას, მიიღო და მალევე დაკარგა კიდეც იგი. ნაწარმოებშიც მოქმედება ძირითადად გასაბჭოების ხანაში ხდება.

 

თეთრი საყელო — მიხეილ ჯავახიშვილის რომანი. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“ . იგი მწერლის სიცოცხლეშივე რამდენიმეჯერ დაიბეჭდა. რომანი დაბეჭდილია თხზულბათა კრებულებში (1934 წელს) 1957 წელს. . რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.

 

კვაჭი კვაჭანტირაძე — მიხეილ ჯავახიშვილის პირველი, 1924 წლის პიკარესკული რომანი. რომანში გადმოცემულია თაღლით კვაჭი კვაჭანტირაძის ისტორია, რომელიც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ვითარდება. გერონტი ქიქოძის მოგონენებებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ პერსონაჟ კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი არის დიპლომატი ვასილ დუმბაძე. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით კვაჭის პროტოტიპი შესაძლებელია მიხეილ ანდრონიკოვი, იგივე მიხეილ ანდრონიკაშვილი ყოფილიყო. რომანი ინგლისურ ენაზე 2015 წელს ითარგმნა. იმავე წელს ის The Guardian-ის რჩეულ საზაფხულო საკითხავთა სიაში მოხვდა.

ყდა: მაგარი, სუპერ შემოსაკრავით
წელი: 2015
გვერდების რაოდენობა: 742
ISBN: 9789941426483
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “გოდერძი ჩოხელი – მიხეილ ჯავახიშვილი”