shop_product_image_264222
shop_product_image_264267
shop_product_image_264181
shop_product_image_264845
Untitled-1_H6Z61q6-crop-c0-5__0-5-304x405
 
 

გახდი ბესტსელერის ავტორი 2018

55.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2018
ყდა: რბილი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 150-400
ISBN: 2008311229820
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ცდუნება – ნათია ჯაგოდნიშვილი
ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის _ საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას

შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა – ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა; ფილოსოფიაც თავისებური აქვს – ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია… და მაინც, ვინ არის ის? ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის. საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე – თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი? „როგორ ვიცხოვროთ – ჩვენთვის, სხვისთვის თუ სხვის დასანახად? ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა – შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ.“

შულამელი გოგოები – გვანცა გუბელაძე
უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგრამ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა. და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა… უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა – აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა

ალაჰი ჩემი მეგობარია – ვახტანგ ვახტანგაძე
ახალგაზრდა თბილისელი კაცი საკუთარი თავის, ადგილის, დანიშნულებისა და, რაც მთავარია, მეტი თავისუფლების ძიებაში სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ხალხში ხვდება. განსხვავებებთან ერთად, ბევრ მსგავსებასაც აღმოაჩენს მასსა და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის. ამ ძიებაში ის უახლოვდება ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს, რომლებთან შეხვედრა მის სულიერ ფორმირებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. რა ელის მთავარ გმირს? იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს? – ამ კითხვებზე პასუხს მთავარ გმირთან ერთად მოგზაურობისას იპოვით.

ტრანსმუტაცია იაგო თვალაბეიშვილი
კომპიუტერულ თამაშებში ჩაძირული ბიჭის ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებები იწყება. ეს ცვლილებები თავდაყირა აყენებს არა მხოლოდ ყოველდღიურობის ჩვეულ დინებას, არამედ ბიჭის აზროვნებას, დამოკიდებულებას სამყაროს, ახლობლების, ოჯახის წევრების მიმართ. და ამ ცვლილებების ფონზე ავტორი ცდილობს გვაპოვნინოს პასუხი მარადიულ კითხვაზე – სინამდვილეში, რანი ვართ ჩვენ, ადამიანები.

 

 

კატეგორიები: , ,