განპყრობილები

18.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: გუინი ურსულა კ. ლე
გვერდები: 440
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: ქეთი ჩართოლანი
ილუსტრატორი: გაგა თურმანიშვილი
ფორმატი: 12.8×19.5
სერია: ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

ISBN: 9789941474361

ხელმისაწვდომი: არის
Qty

ჰაინის ციკლის რომანი – „განპყრობილები“ – ნებულას, ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოთა მფლობელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხელმეორედ აღორძინებული უტოპიის ჟანრის განმსაზღვრელ ტექსტად მიიჩნევა. ანარრესის მკვიდრი, ფიზიკოსი შევეკი წინაპართა მშობელ პლანეტაზე, ურრასზე, მიემგზავრება, რათა 170 წლის წინ გაწყვეტილი კავშირი აღადგინოს. ამისათვის უნდა ჩამოანგრიოს ის კედლები, რომლებიც ორივე პლანეტაზე მცხოვრებმა ადამიანებმა თავიანთ ტვინებში სიახლისა და უცხოს შიშის კარნახით ააგეს, მერე კი საკუთარი ხელით ნაშენი ციხის პატიმრებად იქცნენ. მართალია, რომანში მოქმედება მომავალში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ნათლად იკვეთება მე-20 საუკუნის პოლიტიკური რეალობა და ზოგადსაკაცობრიო ფილოსოფიურ-მორალური დილემები. ურსულა ლე გუინი შეუვალი გულახდილობით გვიხატავს კაპიტალიზმისა და ანარქო-კომუნიზმის დადებით და უარყოფით მხარეებს. ის ამა თუ იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემით გამოწვეულ სიმახინჯეთა თავიდან აცილებისა და კაცობრიობის ევოლუციის გზად მუდმივ რევოლუციას სახავს.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა