9536569514
გაბრიელ გარსია მარკესი - იცხოვრო, რომ მოჰყვე
გაბრიელ გარსია მარკესი - ერთი ტყვეობის ამბავი
9536569514
 
Sale!
 

მარკესი – იცხოვრო, რომ მოჰყვე, სიყვარული ჟამიანობის დროს, ერთი ტყვეობის ამბავი

67.00 50.00

გამომცემლობა: ინტელექტი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
წელი: 2015
ყდა: რბილი
ხელმისაწვდომი: არის
ენა: ქართული

Qty

იცხოვრო, რომ მოჰყვე

ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

თქვენ წინაშეა წიგნი, რომელსაც ათწლეულები ელოდნენ. წიგნი – ცხოვრებისა და სიტყვის ალქიმიაზე. იმ რეალურ ადამიანებზე, ეპოქასა და ქვეყანაზე, რომლებმაც ისევე შექმნეს მარკესის სიტყვის მაგია, როგორც მელკიადესის პერგამენტებმა ბეუნდიების ოჯახის ბედისწერა: „ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს, იმისთვის, რომ მოჰყვე“.
 იცხოვრო, რომ მოჰყვე უშურველად გვიხსნის მეოცე საუკუნის ყველაზე მისტერიული ესთეტიკის საიდუმლო კარს. ეს არის რომანი, სადაც მწერალი მის დაუვიწყარ წიგნებში დაბინავებული პერსონაჟების შორეულ აჩრდილებზე გვესაუბრება.
 იცხოვრო, რომ მოჰყვე დიდი მწერლის შემოქმედების გზამკვლევია. უფრო მეტიც, სავალდებულო საკითხავი კაცობრიობის იმ მშვენიერი ნაწილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ „დიდი წიგნები მხოლოდ ქაღალდზე არ იწერება, დიდ წიგნებს ცხოვრება წერს და თითქმის ყოველთვის მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით“ (გაბრიელ გარსია მარკესი).

ISBN:978-9941-454-73-8
გვერდები:570
ფორმატი:14.8×21
ყდა:რბილი

სიყვარული ჟამიანობის დროს

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

 

„სიყვარულის ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიები ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო, – ამბობს გაბრიელ გარსია მარკესი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, – იმდენჯერ მომისმენია მშობლებისგან ერთად და ცალ-ცალკე ნაამბობი, რომ თითქმის სრულყოფილად ვიცოდი, როდესაც ოცდაშვიდი წლის ასაკში ჩემი პირველი რომანი ფოთოლცვენა დავწერე. ვაცნობიერებდი, რომ თხრობის ხელოვნების დასაუფლებლად ჯერ კიდევ ბევრი მქონდა სასწავლი. ჩემი მშობლები ბრწყინვალე მთხრობელები იყვნენ. სიყვარულის მოგონებები ბედნიერებას ანიჭებდათ, მაგრამ იმდენად გაიტაცათ საკუთარმა ნაამბობმა, რომ, როდესაც თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩემს რომანში – სიყვარული ჟამიანობის დროს – მათი ამბის აღწერა დავიწყე, უკვე ვეღარ ვარჩევდი, სად გადიოდა ზღვარი ცხოვრებასა და პოეზიას შორის“.

 

ISBN:978-9941-454-56-1
გვერდები:400
ფორმატი:14.8×21
ყდა:რბილი

 

ერთი ტყვეობის ამბავი

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

1990-იანი წლებში ნარკოდაჯგუფების მიერ კოლუმბიელი ჟურნალისტი ქალის, მარუხა პაჩონის გატაცების რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. რომანი მოგვითხრობს გატაცებათა მთელ სერიაზე, რეალისტურად არის აღწერილი გამტაცებლების სისასტიკე და უმოწყალობა, მძევალთა სასოწარკვეთილება, გაქცევის მცდელობა, მკვლელობები, რაც სახელმწიფოსთან შეუმდგარი მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა. ნარკოდილერები ექსტრადიციის შესახებ ახლადმიღებულ კანონს აუმხედრდნენ. კანონს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევდა ნარკომაფიის წევრები აშშ-ს მართლმსაჯულებისთვის გადაეცა, იქ კი მათ სულ სხვაგვარად გაუსწორდებოდნენ, ვიდრე კოლუმბიაში. ქვეყანაში კი უსასტიკესი ომი მიმდინარეობდა და უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას ცვლიდა.
ISBN:978-9941-466-06-9
გვერდები:364
ფორმატი:14.8×21
ყდა:რბილი

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “მარკესი – იცხოვრო, რომ მოჰყვე, სიყვარული ჟამიანობის დროს, ერთი ტყვეობის ამბავი”