8128904476
4583356189
3022976331
2326794378
გაბრიელ გარსია მარკესი - მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში
 
 

გაბრიელ გარსია მარკესი – “ხუთი”

70.00 48.00

გამომცემლობა: ინტელექტი
წელი: 2015-2016
ყდა: რბილი
მთარგმელი: თეა გვასალია, ელზა ახვლედიანი
ენა: ქართული
ფორმატი: 14X18
ხელმისაწვდომი: არის
ISBN:978-9941-454-43-1

Qty
საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

წიგნში მოთხრობილი ნამდვილი ამბავი – კოლუმბიის სამხედრო ფლოტის საესკადრო გემის კალდასის დაღუპვა – 1955 წლის თებერვალში მოხდა. ეკიპაჟის რვა წევრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა, რომელიც კოლუმბიის ჩრდილოეთის უკაცრიელ სანაპიროზე ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მას შემდეგ, რაც ათი დღე ზღვის ტალღებზე მოდრეიფე ტივზე გაატარა.

ლუის ანხელ ბელასკო – ასე ერქვა მეზღვაურს. ის სულ მალე ჟურნალ-გაზეთებისა და სარეკლამო სააგენტოების მთავარ სახედ იქცა.თუმცა, უკვე ყველასთვის ნაცნობ და ათასჯერ ნაამბობ მის თავგადასავალში კიდევ იმალებოდა რაღაც, რომლის მოყოლაც მან ცნობილი მწერლისთვის, გაბრიელ გარსია მარკესისთვის გადაწყვიტა. რა უამბო ბელასკომ მწერალს და რას მოგვითხრობს მარკესი? სულისშემძვრელ გამძლეობასთან და სიცოცხლისთვის ბრძოლის წყურვილთან ერთად, წიგნში ბევრი სხვა ადამიანური ამბავიც იკითხება.

გვერდების რაოდენობა: 124

გენერალი თავის ლაბირინთში

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

სახელოვანმა გენერალმა და პრეზიდენტმა, რომელიც თავისი მმართველობის მანძილზე სათავეში ედგა 20-წლიან ომებს სამშობლოს ერთინობისა და თავისუფლებისათვის, რომელმაც დაამხო ესპანელთა ბატონობა იმპერიაში, – გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა არამხოლოდ თანამდებობა, არამედ ქვეყანაც.

ეს ბოლომდე დაუჯერებელი ამბავი მისი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.

გაბრიელ გარსია მარკესის ეს წიგნი იმ მმართველის ხვედრზე მოგითხრობთ,  რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სიმართლეში, გადაწყვეტილებათა და ჩადენილი ქმედებების სიზუსტეშია დარწმუნებული მაშინ, როცა ქვეყანაში მის წინააღმდეგ შეთქმულება ამბოხებებს ენაცვლება.

გვერდები:274

ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი

პინოჩეტის სამხედრო დიქტატურას გამოქცეულმა და სამშობლოში დაბრუნების უფლებაწართმეულმა კინორეჟისორმა მიგელ ლიტინმა თავის შვილებს აღუთქვა, რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორს – პინოჩეტის – შვიდიათას მეტრიან ვირის კუდს გამოაბამდა.

რეჟისორმა სიტყვა შეასრულა – ჩილეში არალეგალურად შეიპარა და 12-წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ, შვიდიათას მეტრიან ფირზე აღბეჭდა ქვეყნის სასტიკი რეალობა.

როგორ გაართვა თავი კინორეჟისორმა ესოდენ რთულ და სახიფათო ამოცანას, როგორ გადაღო არა მარტო თავის, არამედ ქვეყნის ცხოვრების უმთავრესი კინო – ამაზე მიგელ ლიტინი თავად გიამბობთ ლეგენდარული კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნში.

გვერდების რაოდენობა: 156

პოლკოვნიკს არავინ სწერს

გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობამ პოლკოვნიკს არავინ სწერს 1961 წელს მთელი ლათინური ამერიკა აალაპარაკა.

ამ პატარა, მაგრამ უამრავი თემით, პრობლემით დამუხტულ წიგნში სულისშემხუთველი ატმოსფერო იქმნება, სადაც საკუთარი სიკვდილით გარდაცვალებაც კი დიდი იშვიათობა გამხდარა. აქ, ისევე როგორც სამყაროს უმრავლეს ადგილას, ფული ურთიერთობის მთავარი საზომია, ასეთ გარემოში კი აღარავინ ფიქრობს ძველ მეომრებზე, ერთგულ ჯარისკაცებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სახელმწიფო.

და აღარავინ სწერს მოხუც პოლკოვნიკს, რომელიც ღირსეულად ელოდება თავის წილ ჯილდოს და დაფასებას.

ასეთ დროს იქცევა საწოლის ფეხზე მიბმული მოჩხუბარი მამალი პოლკოვნიკის ალტერ-ეგოდ, წიგნის მთავარი პერსონაჟად და ადამიანის მუდმივ ოცნებად ღირსებასა და უძლეველობაზე.

გვერდების რაოდენობა: 78

 

მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში

 

გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი.

„ქვეყნები, ისევე როგორც ქალები, სჯობს ახალგაღვიძებულზე ნახო“ – წერს ერთგან მარკესი და ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყოფნისას მუდმივად ცდილობს, ოფიციალური პროტოკოლით დადგენილ მარშრუტებს გაექცეს და უბრალო ადამიანებს გამოელაპარაკოს – პირადად მათგან და მათი ცხოვრების წესზე დაკვირვებით გაიცნოს უკეთ რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყარო.

 ღია თვალებით დანახული ადუღებული პოლონეთი, უნგრელი ხალხის ანონიმური პროტესტი სახალხო აჯანყების ჩახშობიდან ერთი წლის შემდეგ, მოსკოვი – ყველაზე დიდი სოფელი მსოფლიოში და საბჭოთა კავშირში აკრძალული კაფკა, რომელიც სტალინის კარგი ბიოგრაფი იქნებოდა… – წაიკითხეთ დიდი კოლუმბიელი მწერლის სამოგზაურო წიგნში.
გვერდების რაოდენობა: 172

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “გაბრიელ გარსია მარკესი – “ხუთი””