გაბრიელ გარსია მარკესი
9083694405
6199376201
 
Sale!
 

გაბრიელ გარსია მარკესი – “სამი”

45.00 34.00

გამომცემლობა: ინტელექტი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
ენა: ქართული
მთარგმელი: თეა გვასალია
წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 120-200
ფორმატი: 14×18
ხელმისაწვდომი: არ არის
ISBN:978-9941-458-95-8

Qty
მაგიური ცხოვრების მოგონებები

ავტორი: პანტოხა ოსკარ; ბუსტოსი მიგელ; კამარგო ფილიქე; კორდობა ტატიანა

წიგნი, რომელიც არის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ცხოვრების გზის ამსახველი გრაფიკული შედევრი. წიგნი – კომიქსი, რომელიც გადმოსცემს გაბიერლ გარსია მარკესის ცხოვრების განვლილ გზას.

 

12 მოხეტიალე მოთხრობა

გაბრიელ გარსია მარკესის თორმეტი მოთხრობა – თორმეტი შედევრი – ევროპაში მცხოვრებ ლათინოამერიკელებზე, მათ თავგადასავლებზე, შეუპოვრობაზე, მწუხარებასა და მელანქოლიაზე.

ემიგრანტებს შემოაქვთ სიცოცხლის შეგრძნება სიურრეალისტურ მოვლენებში და ამას გარშემომყოფთაც გადასდებენ. ბარსელონაში მოხუცი ბრაზილიელი მეძავი არჩევს ადგილს თავისი სამუდამო განსასვენებლისთვის და წვრთნის ძაღლს, რომ დაიტიროს გარდაცვალების შემდეგ. კასტელ-განდოლფში რომის პაპთან შეხვედრას ცდილობს კაცი, რომელსაც ფიჭვის ჩემოდნით დააქვს ქალიშვილის გაუხრწნელი ცხედარი. ტოსკანაში ტურისტების ოჯახი ხვდება მოჩვენებას იმ სახლში, რომელშიც ვენესუელელი მწერალი ცხოვრობს. ჟენევაში სასწრაფო დახმარების მძღოლი და მისი მეუღლე უვლიან პატარა კარიბული ქვეყნის მომაკვდავ ექსპრეზიდენტს.

კრებულში შესულ მოთხრობებზე გაბრიელ გარსია მარკესი თვრამეტი წლის განმავლობაში მუშაობდა.

 

ფოთოლცვენა

მაკონდოში მკაცრი განაჩენი გამოიტანეს – მიცვალებულს არ მარხავენ და ცხედარს მიწის ზემოთ გახრწნისთვის სწირავენ. სოფლის, ხალხის ნების წინააღმდეგ ერთადერთი ოჯახი მიდის. რომანი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ბავშვის თვალითაც გვაჩვენებს მთელი ამ სურათის შემზარაობას, სამყაროს სისასტიკესა და სირთულეს.

მკითხველს არ გაუჭირდება ბავშვში მწერალი ამოიცნოს, ამ ლამის მისტიკურ ამბებში კი – ზოგადად, ცხოვრების დრამა და ტრაგიკული იუმორი, რაც ცხოვრებას ასე საინტერესოს, ვნების აღმძვრელს და მარად წასაკითხს ხდის.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “გაბრიელ გარსია მარკესი – “სამი””