ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი

30.00

გამომცემლობა: წიგნი+ერი
ავტორი: კეკელიძე მიხეილ
გვერდები: 296
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
ფორმატი: 15×20.5

სერია: საქართველოს ისტორია რომანებში

ხელმისაწვდომი: არის
Qty

მიხეილ კეკელიძის ისტორიული რომანი დიდი ქართველი მწერლისა და სამშობლოსათვის თავდადებული მოღვაწის – სულხან-საბა ორბელიანის მრავალტანჯულ ცხოვრებას ასახავს. პარალელურად ავტორი ნათლად გვიხატავს მე-17 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-18 საუკუნის პირველი მეოთხედის (საბას თანადროული პერიოდის) საქართველოს, ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლას ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისათვის.
ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების – “კომუნისტური აღზრდისათვის” და “სკოლა და ცხოვრება” წამყვანი თანამშრომელი. დაწერილი აქვს ისტორიული რომანები “ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელი” და “შავი ღრუბლები”. იკვლევდა XX საუკუნის პედაგოგიკის ისტორიას. მის არქივში არის მოგონებები თანამედროვე საზოგადო მოღვაწეებზე.
არქივის აღწერილობა შეიცავს 1065 ერთეულს, დაყოფილია თემატური პრინციპით: 1. პირადი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2. შემოქმედება; 3. მიმოწერა; 4. სხვადასხვა.
საარქივო მასალა დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ერთვის პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.
მიხეილ კეკელიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,