2491361959
8622738108
 
Sale!
 

ბორის აკუნინი მწერალი და თვითმკვლელობა – სასაფლაოს ამბები

48.00 34.95

გამომცემლობა: ინტელექტი
ავტორი: ბორის აკუნინი
მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე
ყდა: მაგარი
ფორმატი:14.8×21
ილუსტრირებული: არ არის
ენა: ქართული
ISBN:978-9941-454-38-7
ხელმისაწვდომი: არის

Qty

მწერალი და თვითმკვლელობა
რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

ამ წიგნის სათაურმა შესაძლოა ბევრი შეცდომაში შეიყვანოს. პირველ ადგილზე დგას „მწერალი“, „თვითმკვლელობა“ კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი. ხოლო ამ ფენომენს სწორედ მწერალთა ბედისწერის თვალით განიხილავს. წიგნი თვითმკვლელი მწერლის კი არა, თვითმკვლელი ადამიანის შესახებაა დაწერილი.

წიგნის მთავარი არქიტექტურული უპირატესობა ის გახლავთ, რომ სრულებით არაა აუცილებელი, ის თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ. ყოველი განყოფილება და თავი დამოუკიდებელ ესეს წარმოადგენს, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება წაიკითხო ან გამოტოვო. ახლავს დანართები ნოველების სახით.

გვერდების რაოდენობა:592

სასაფლაოს ამბები
რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

წიგნი ერთი ადამიანის დაწერილია, მაგრამ ორი ავტორი ჰყავს: ესეისტი გრიგოლ ჩხარტიშვილი და მისი ალტერ ეგო ბელეტრისტი ბორის აკუნინი.

გ. ჩ. მოგითხრობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ექვსი ისტორიული ნეკროპოლისის შესახებ, ხოლო ბ. ა. სასაფლაოსთან დაკავშირებული ამბებით შეგაშინებთ, სადაც შეხვდებით მემამულის ქვრივ სალტიჩიხას, ოსკარ უაილდს, მარქსიზმის ფუძემდებელსა და თვით გამომძიებელ ერასტ ფანდორინსაც კი.

გვერდების რაოდენობა:256

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ბორის აკუნინი მწერალი და თვითმკვლელობა – სასაფლაოს ამბები”