23380309_1334506723338426_7438202879582198195_n
IMG_2026
IMG_2026
 
 

ბიბლია

79.90

გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი: 2017
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ელენე დოჩანაშვილი, ნინო მელიქიშვილი, სოფიო სარჯველაძე.
ყდის დიაზაინი: მაია აბაშიძე
დიზაინი და დამბაკდონებელი: ნინო აფრიამიაშვილი
ფორმატი: 16,5X24 სმ.
გვერდების რაოდენობა: 2048
ფასი: 79.90
წონა: 2.100 კგ
ISBN 978-9941-452-07-9
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

ძველი აღთქუმაჲ

ახალი აღთქუმაჲ

სულხან-საბა ორბელიანის რედაქციით

 

სამი საუკუნის წინ, ქართველმა სწავლულმა და განმანათლებელმა, სულხან-საბა ორბელიანმა, წამოიწყო მასშტაბური სამუშაო – ბიბლიის ქართული ტექსტების მოკრება და რედაქტირება. მისი მიზანი იყო ბიბლიის სრული ქართულენოვანი გამოცემის მომზადება, რომელიც იმ დროს საქართველოში ახლად დაფუძნებულ სტამბაში უნდა დაბეჭდილიყო. ამ საქმეს მრავალი წელი დასჭირდა და ბიბლიის ერთი ნაწილიც საბოლოოდ დასრულდა, თუმცა, მისი დაბეჭდვა ვეღარ მოხერხდა. ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური არეულობის ხანაში სულხან-საბას აღარ გაუგრძელებია ეს საქმე, და მისი ხელით რედაქტირებული ხელნაწერი, რომელიც დღემდე ყველაზე სრულ ხელნაწერად ითვლება ბიბლიის ქართულენოვან ტექსტებს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ხელშეუხებლად ინახებოდა. მე-20 საუკუნეში ამ ხელნაწერით მრავალი მეცნიერი დაინტერესდა, დაიწყო სამეცნიერო კვლევა, მომზადდა და გამოიცა ამ ხელნაწერის სამეცნიერო გამოცემა, თუმცა სულხან-საბას მთავარ იდეას – გაკეთებულიყო ბიბლიის სრული, დახვეწილი, კარგად რედაქტირებული გამოცემა – პირველად გამოქვეყნდა. უწმინდესისა და უნეტარესისი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით , მეცნიერთა მრავალი წლის შრომის შედეგად გამოიცა , ძველ ქართულ ენაზე ნათარგმნი, პირველი სრულყოფილი ბიბლია . პირველი სრულყოფილი პროექტი რომელიც აერთიანებს ძველ და ახალ აღთქმას , იოანეს გამოცხადება , დავითის ფსალმუნნს, სამოციქულო. თან ერთივს ძველი და ახალი დროის მიხედვით შედგენილი რუკები, ბიბლიური პერსონაჟების საძიებელი , ანბანური სისტემით. ებრაელთა , ქალდეველთა და იონთა სახელბის თარგმანები. მითითებულია დროის, სითხის , ფხვიერი ნივთიერებების ასევე ფულის საზომი ერთეულების განმარტებითი ლექსიკონი . ბოლოთქმაში მოცემულია წიგნის შექმნის სრული ისტორია .

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ბიბლია”

კატეგორიები: ,